“ზესტაფონი” – პირველი ტესტი და უკეთესი მომავლის იმედი
უმაღლესი ლიგის მეორე წრის მოსამზადებელ ეტაპზე “ზესტაფონმა” დღეს თბილისურ ბაზაზე პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. იმერელთა მეტოქე პირველი ლიგის ბინადარი “გაგრა” იყო.
შეხვედრა “ზესტაფონელთა” უპირატესობით და მათი გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. პირველი გოლი გიორგი ილურიძემ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში ჯონ ჯერემიამ დააფიქსირა.
ზესტაფონი 2-0 გაგრა
გოლები: ილურიძე 13′ ; ჯერემია 58′
“ზესტაფონი”: კუპატაძე (ზუხბაია, 46), ბენაშვილი (მთივლიშვილი, 46), ლომაია (რობაქიძე, 46), ქურდაძე (მარაქველიძე, 46), გაგოშიძე (მჭედლიშვილი, 46), ნემსაძე (ვაჭარაძე, 46), გაჩეჩილაძე (კვარაცხელია, 46), ხაბელაშვილი (ჭედია, 46), მესხი (რაჟამაშვილი, 46), სამუშია (შენგელია, 46), ილურიძე (ჯერემია, 46).
“გაგრა”: დობორჯგინიძე, კოკოზაშვილი, ხუხუა, ჭაავა, ჭაბუკიანი, ლეთოდიანი (გაბესკირია 33), ჩიკვაიძე, ლაცაბიძე (კალანდარიშვილი 33), ხოსიტაშვილი, კვიჟინიძე, ბებია
მეორე ტაიმში შევიდნენ: კიკნაძე, ბარამიძე, იღუმენოვი, შენგელია, ფირცხალაიშვილი.
მატჩის დასრულების შემდეგ Fanebi.com ზესტაფონელთა პრესატაშე, სერგო ფუტკარაძეს, გაესაუბრა.
“წლის პირველი მატჩი გამარჯვებით დავასრულეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. ორივე გუნდი დაკომპლექტების პროცესშია, მაგრამ შეხვედრა მაინც საინტერესო გამოდგა.
მოგეხსენებათ, ჩვენ ფაქტობრივად ახალ გუნდს ვაშენებთ, თუმცა ამ საქმეს საკმაოდ ჭკვიანი ხალხი უდგას სათავეში. ხალხი, რომლებსაც უყვართ და იციან ფეხბურთი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.
რაც შეეხება მთავარ ფრონტს, რომელიც ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოებთანაა დაკავშირებული – საბოლოო შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს ვართ. მხარეებს შორის უკვე დეტალებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რამდენიმე დღის წინ მნიშვენლოვანი შეხვედრა გვქონდა საკრებულის თავმჯდომარე ბატონ დავით მაღრაძესთან და მუნიციპალიტეტის გამგებელ ბატონ ტარიელ თუთარაშვილთან. საუბარი დაფინანსების სქემაზე გვაქს, რომლის პირობებშიც მუნიციპალიტეტი და კერძო სექტორი გუნდს თანაბრად დაეხმაებიან. დიდი სურვილი იყო, რომ კლუბში კერძო ინვესტორი დარჩენილიყო, რაც საბოლოოდ მოხერხდა კიდეც.”