ზესტაფონი vs დინამო – მატჩამდე

თარიღი: მაისი 3, 2014

დინამო თბილისი საქართველოს XXV  ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურის შეხვედრას ზესტაფონში, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. 3 მაისს დაპირისპირებას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი კი ტრადიულად ტექსტურ და ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

ჩვენი მეტოქე

ზესტაფონის საფეხბურთო კლუბი 2004 წლის 18 ივნისს შეიქმნა, ამავე წელს საქართველოს XIV ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთო და მას შემდეგ უმაღლესი ლიგა არ დაუტოვებია. ზესტაფონი საშინაო მატჩებს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 4 600 მაყურებელს იტევს. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ლურჯ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. თავისი პირველი ტიტული ზესტაფონმა 2007/2008 წლების სეზონში მოიპოვა – იმერელმა ფეხბურთელებმა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში თბილისის ამერი ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელები გახდნენ. 2010/2011 წლების სეზონში ზესტაფონმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ამავე სეზონში მარგველმა ფეხბურთელებმა საქართველოს სუპერთასის მოგებაც მოახერხეს. ზესტაფონმა ჩემპიონობა უკანასკნელად 2011/2012 წლების სეზონში იზეიმა, გუნდმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ოქროს მედლების მოპოვება.

მწვრთნელი და ზესტაფონი

ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის მთავარ მწვრთნელად ნოემბრიდან კვლავ გია გეგუჩაძე მუშაობს, რომელთან ერთადაც ზესტაფონმა არაერთი წარმატებული სეზონი ჩაატარა. გუნდმა მისი ხელმძღვანელობთ 17 მატჩი ჩაატარა ჩემპიონატში საიდანაც 12– ში იმარჯვა. 4 მარცხი და ერთი ფრე.

დინამომდე…

ზამთრის შესვენების შემდეგ ზესტაფონმა 11 შეხვედრა ჩაატარა და ამათგან 9 მატჩი მოგებით დაასრულა. 2 მარცხი კი დინამოსთან 0:1 და სიონთან 1:2 დაფიქსირდა. მოგება სპარტაკთან და ზუგდიდთან 3:0, ვიტ ჯორჯიასთან და მერანთან 2:0, სიონთან 1:0, მეტალურგთან 2:0, გურიასთან 1:0, ჩიხურასთან 2:1 და მეტალურგთან 1:0.

დინამო VS ზესტაფონი

დღემდე დინამო თბილისი და ზესტაფონი ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 32–ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 18 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 8 შეხვედრაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ – 46/28 არის.

დინამო–ზესტაფონის დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1–0 არის, რომელიც 11 შეხვედრაში დაფიქსირდა. დიდი ანგარიში ოთხ შეხვედრაში დაფიქსირდა. გასული სეზონის ბოლო ტურის მატჩში, 2013 წლის 18 მაისს, დინამომ მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით – 6:1 დაამარცხა. 2009 წლის 10 აპრილს ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში ზესტაფონს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ამავე წლის 29 აგვისტოს ზესტაფონში მარგველ ფეხბურთელებთან 1:4 დამარცხდნენ. 2012 წლის 14 დეკემბერს კი დინამომ სტუმრად – 1:5 წააგო.

დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. 21 ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ 2–ჯერ იმარჯვეს, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 16 შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82:15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს 10-1 იმარჯვა. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ 8 უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6–0 და 6–1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.

უკანასკნელი შეხვედრა დინამოსა და ზესტაფონს შორის მიმდინარე სეზონის ოცდამეოთხე ტურში, 29 მარტს თბილისში გაიმართა. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. ზესტაფონელთა კარში გამარჯვების გოლი ოთარ მარცვალაძემ გაიტანა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ დააკლდება.

დინამო VS ზესტაფონი – მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის 29- ე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები ზესტაფონში, სკ ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ი. უკლება და გ. ჩიგოგიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ა. ნონიკაშვილი და გ. ყრუაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. კიკაჩეიშვილი შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ოთარ ხეცაძემ იმსაჯა 26 აპრილს, პირველ ლიგაში გამართული სამტრედია 4:0 ხობის კოლხეთი. აღნიშნულ მატჩში ოთარ ხეცაძემ ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა. ჩვენი გუნდის მონაწილეობით ოთარ ხეცაძემ ბოლოს 20 მარტს, თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა დინამო 4:1 მეტალურგი იმსაჯა. თბილისში გამართულ მატჩის მონაწილე ფეხბურთელები ოთარ ხეცაძემ სამჯერ გააფრთხილა.

ზესტაფონის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ზესტაფონელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
პავლოვიჩი – ღონღაძე, ჭელიძე, გურული, დოლიძე – რენე, გეწაძე, ენდელაძე, კუხიანიძე – საბანაძე, ტატანაშვილი

FCDinamo.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სერია A-ს პრეზიდენტი: “სისტემა კოლაფსის წინაშე დგას”

სერია A-ს პრეზიდენტი, პაულო დალ პინო, იტალიის მთავრობას აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფეხბურთის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ტოტენჰემში” პრიმადონების ადგილი არ არის”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, “ბარნლისთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესასთან ისაუბრა. პორტუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის და სად გაიმართება მომდევნო “ელ კლასიკო”?

მთელი საფეხბურთო სამყარო თანხმდება, რომ მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩემპიონობით გამოსწორდება ეს ყველაფერი? თამასა ეგრეა შენთვის?” – “

თბილისის “დინამოს” ფანები ეროვნულ ლიგაში გამართული ერთ-ერთი მატჩის შემდეგ გუნდის ფეხბურთელებს შეხვდნენ. საუბრის თემა ევროტურნირებზე [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “ყველას გვინდა, რომ მესიმ კარიერა “ბარსელონაში” დაასრულოს̶

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ზაფხულში არგენტინელ სუპერვარსკვლავს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩმა “რომას” გოლი მე-2 წუთზე გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Goal Zlatan Ibrahimovic. AC Milan 1:0 AS Roma #MilanRoma #ForzaMilan pic.twitter.com/BIHncRDPx1 — FTTV […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” მაურო იკარდის დამატებას შეეცდება

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი მაურო იკარდი შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს. A Bola წერს, რომ არგენტინელი ფეხბურთელით “მილანი” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი კოხრეიძე: “მინდორს გაცილებით ადრე დავუბრუნდები”

“საბურთალოსა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა გიორგი კოხრეიძემ, რომ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ახლა სარეაბილიტაციო კურსს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიის სპორტის მინისტრი რონალდუს პროტოკოლის დარღვევაში ადანაშაულებს

იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა “იუვენტუსის” პორტუგალიელ სუპერვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს სპეციალურად კორონავირუსის პანდემიის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ისკო ზიდანის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს

მადრიდის “რეალის” ესპანელი ნახევარმცველი, ისკო, სასურველ ფორმაში შესვლას კვლავ ვერ ახერხებს. “მალაგას” ყოფილი ვარსკვლავი თვლის...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მან. სიტიდან” გაშვებულმა ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

“მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებ-გვერდი დამამწუხრებელ ინფორმაციას ავრცელებს აკადემიის აღზრდილი ჯერემი უისტენის გარდაცვალების შესახებ. ყოფი...
წაკითხვა
ფეხბურთი

უპამეკანო “ლივერპულის” მთავარი სატრანსფერო სამიზნეა

ბრიტანულ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, იურგენ კლოპმა დაიოტ უპამეკანო “ლივერპულის” მთავარ სატრანსფერო სამიზნედ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “ხვიჩას ტრანსფერით “სევილია” დაინტერესდა”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და “რუბინის” თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას, შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაგვანდო მისმა აგენტმა, თეი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიზარაზუ: “გრიზმანმა აღარ იცის, როგორ ითამაშოს ფეხბურთი”

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი, ბიშენტე ლიზარაზუ, თანამემამულე ანტუან გრიზმანს “ბარსელონას” დატოვებას ურჩევს. როგორც იცით, [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიო კორონავირუსით დაინფიცირდა

კატალონიური “ბარსელონასა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, რონალდინიო, კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას თავად ექს...
წაკითხვა