“ზესტაფონის” ბაზაზე მესამე მინდორიც ამოქმედდა

თარიღი: იანვარი 20, 2014

როგორც უკვე მოგახსენეთ, უამინდობით გამოწვეული რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, ზესტაფონელები მწვანე მინდორზე ვარჯიშს დაუბრუნდნენ. ორმაგად სასიამოვნო გახლავთ ის, რომ დღევანდელი ვარჯიში ზემოიმერული კლუბის მშენებარე ბაზის მესამე საფეხბურთო მოედანზე გაიმართა.

ზესტაფონელთა ბაზაზე ამოქმედებულ პირველ და მეორე მოედნებზე უკრაინიდან შემოტანილი ბალახის რულონებია დაგებული. რაც შეეხება სპორტული კომპლექსის მესამე საფეხბურთო მოედანს, ის ორი “წინამორბედისაგან” განსხვავებით უნიკალური გახლავთ. საქმე იმაშია, რომ რულონების დაგების ნაცვლად, ამ მოედანზე 2012 წლის 23 ოქტომბერს უკრაინული კომპანია “ლიდია-პარკის” წარმომადგენელთა მეთველყურეობით, სპორტულ ობიექტებზე გამოყენებისათვის განკუთვნილი ამერიკული ფირმა “ჟაკლინის” თესლი დაითესა…

დათესვის შემდეგ გასული 15 თვის განმავლობაში მინდორი ჯერ “ლიდია-პარკის”, შემდეგ კი კომპანია “Lawns of Georgia”-ს სპეციალისტების სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და კარგი ხარისხით ცნობილ ზესტაფონურ საფეხბურთო მოედნებს შორის სადღეისოდ საუკეთესო გახლავთ.

მართალია, რამდენიმე დღის წინ ახალი მინდორი ფეხბურთელთა ერთმა ჯგუფმა მწრთნელებთან ერთად “დააჭაშნიკა”, თუმცა პირველი სრულფასოვანი ვარჯიში სწორედ დღეს, ნათლისღებას გაიმართა.

აქვე შეგახსენებთ იმას, რომ ხვალ, 20 იანვარს, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დუბლშემადგენლობა “ბენდელას” თასის გათამაშებაში ს.კ. “ქუთაისთან” ქუთაისის “ტორპედოს” ბაზაზე გასამართი მატჩით ჩაებმება. რაც შეეხება მარგველთა პირველ გუნდს, მიმდინარე წლის პირველი ამხანაგური მატჩი 21 იანვარს გაიმართება – ზემოიმერლები მარტვილის “მერანს” საკუთარ ბაზაზე უმასპინძლებენ. მატჩი 15:30 საათზე დაიწყება.

ჩვენ კი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” საწვრთნელი ბაზის მესამე მოედანზე პირველი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC04023

DSC04037

DSC04057

DSC04068

DSC04097

DSC04104

DSC04109

FCZestafoni.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“რეალმა” “სანჩეს პისხუანზე” უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა (ვი

22 სექტემბერს ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტური “სევილიასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულმა უმნიშვნელოვანესმა შეხვედრამ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა თქვა მოურინიომ ლინდელოფზე პირდაპირ ეთერში და როგორ მოიქცა შვედი მცველი (ვიდეო)

22 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ვესტ ჰემმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მეტოქე 2:0 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რას აკეთებს სოკრატისი – ბერძენი მცველის მოქმედება “ასტონ ვილასთან” მატჩშ

ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსენალსა” და “ასტონ ვილას” შორის გამართულ მატჩში, ერთ-ერთ ეპიზოდში სოკრატის პაპასტატოპულოსმა უცნაურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” ტურის ცენტრალურ მატჩში “ჩელსის” დამარცხება შეძლო (ვიდ

პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “სტემფორდ ბრიჯმა” უმასპინძლა. ფრენკ ლამპარდის შეგირდებმა საკუთარ კედლებში უდანაკარგო [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნგოლო კანტეს ბრწყინვალე გოლი “ლივერპულის” კარში (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსისა” და “ლივერპულს” შორის მიმდინარე მატჩის 71-ე წუთზე ნგოლო კანტემ ლივერპულელთა კარში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბალოტელი: “ამ თვეში უფრო მეტი ვივარჯიშე, ვიდრე ბოლო ათი წლის მანძილზე”

“ბრეშიას” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი, ირწმუნება, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება და სურს, რომ სერია A-ს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევერტონის ბრწყინვალე ფინტი “სანტოსთან” მატჩში (ვიდეო)

22 სექტემბერს, ბრაზილიის ჩემპიონატში, “სანტოსსა” და “გრემიოს” შორის გამართულ მატჩში (0:3), ევერტონმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გრანადამ” “ბარსელონა” დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა (ვი

საკმაოდ უცნაურად განვითარდა მოვლენები ლა ლიგის მეხუთე ტურში. მას შემდეგ, რაც “ატლეტიკომ” საკუთარ კედლებში არასახარბიელო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დერბი დელა მადონინა” “ინტერის” გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)

21 სექტემბერს იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული შეხვედრა გაიმართა ორ მილანურ გრანდს შორის. “მილანისა” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კევინ დე ბრუინი ტიერი ანრის რეკორდს უმიზნებს

21 სექტემბერს, პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” “უოტფორდი” მიწასთან გაასწორა – [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

The Sun-მა მედისონის 6 500 ფუნტიან ჩანთას დასცინა, ინგლისელმა გამოცემას პასუხი გასცა

21 სექტემბერს, პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის მატჩში “ლესტერ სიტიმ” საკუთარ კედლებში ლონდონის “ტოტენჰემის” დამარცხება შეძლო. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

არველაძეებმა და ტყებუჩავამ უზბეკეთის ჩემპიონობა ქართული სიმღერით აღნიშნეს (ვიდეო)

21 სექტემბერს, უზბეკეთის სუპერ ლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის “ფახთაქორმა” ჩემპიონის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკა რაზმაძე ეროვნული ლიგის რეკორდსმენია

გორის “დილას” კაპიტანმა ლუკა რაზმაძემ ეროვნულ ლიგაში (იგულისხმება უმაღლესი ლიგა) 446-ე მატჩი ჩაატარა და ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – კოვტალიუკი გოლით დაბრუნდა, “დინამომ” კუტალიას დუბლით მოი

ეროვნული ლიგის 28-ე ტურის მე-2 დღის შეხვედრები სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. საჩხერის “ჩიხურამ” პირველ ტაიმში თბილისის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რვა უპასუხო გოლი! “მანჩესტერ სიტიმ” “უოტფორდი” მიწასთან გაასწორა (

21 სექტემბერს “ეტიჰად სტედიუმმა” პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის ეგიდით “მანჩესტერ სიტისა” და “უოტფორდს” შორის გამართუ...
წაკითხვა