“ზესტაფონის” დუბლები “ზუგდიდთან” დამარცხდნენ

თარიღი: ოქტომბერი 8, 2013

7 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მერვე ტურის მატჩები. ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ “ბაიას” ბაზაზე ადგილობრივი ”ზუგდიდის” რეზერვისტებმა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მახათაძე, რობაქიძე, ნაცვლიშვილი, კუპრაშვილი, შალამბერიძე (ბარბაქაძე, 76), ახალაძე, გოგია, ენდელაძე, რეკრუკი, მაკარიძე (ჩუბინიძე, 78), კვარაცხელია (ეგუტიძე, 56).

დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელ ახალგაზრდებს გაცილებით უფროსი ასაკის მეტოქესთან ოპონირება მოუხდათ. “ზესტაფონის” მეორე გუნდის დუბლიორებს, რომელთა უმეტესობა 1996 წელსაა დაბადებული, უმაღლეს ლიგის მატჩებში გამოცდილი ფეხბურთელების ერთბაშად მთელი ჯგუფი დაუპირისპირდა. აღარაფერს ვამბობთ 30 წელს გადაცილებულ ეგვიპტელ თავდამსხმელ ჯამალ ჰამზასა და მცველ როინ ონიანზე. სტუმართაგან კი “დიდებში” თამაშის გარკვეული გამოცდილება მხოლოდ ავთო ენდელაძესა და მოჰამედ რეკრუკს გააჩნდათ.

ზუგდიდელთა პირველივე შეტევა გოლით დასრულდა – უკვე 2-ე წუთზე მასპინძლები გიორგი ბულიამ დააწინაურა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე, 5-ე წუთზემოახერხეს – თავი ზუსტი დარტყმით ავთო ენდელაძემ გამოიჩინა. ზესტაფონელები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ და გაცილებით გამოცდილ მეტოქეს კომბინაციური და ლაღი სტილი დაუპირისპირეს, თუმცა 21-ე წუთზე სტუმრებს ზუგდიდელთა კონტრიერიში გამოეპარათ და გიორგი პაჭკორიამ წინ ისევ თავის გუნდი გაიყვანა.

მეორე ტაიმში მოვლენები ისე წარიმართა, რომ მატჩის ბედის სათავისოდ გადაწვეტის შანსები ორივე მხარეს მიეცა. სტუმრები შეეცადნენ მატჩის გადარჩენას, თუმცა საკუთარი შანსები ვერ გამოიყენეს, ხოლო მატჩის მიწურულს (87-ე წუთი), შეტევაში გართულებს მეტოქის კიდევ ერთი კონტრშეტევა გაეპარათ და ზუგდიდელთა შემტევმა აკაკი ფარჯიკიამ დღევანდელი შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა – 3-1.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა