„ზესტაფონის“ ყოფილი კოტდივუარელი თავდამსხმელი „გურიაში“ გადადის
გავრცელებული ინფორმაციით, ლანხუთის „გურია“ 26 წლის თავდამსხმელს ბოტი დემელს დაიმატებს.
2012/13 წლების სეზონში აფრიკელი ფორვარდი „ზესატაფონის“ ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც სომხურ „მიკაში“ გადავარგდა. გასულ სეზონში კი ბოტიმ ყაზახურ „ჟესიტუში“ ითამაშა, რომლის მკაისურით 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა. დემელის დებიუტს ხონის „იმერეთთან“ დღევანდელ ამხანაგურ მატჩში ელიან.
ამ ეტაპზე ტრანსფერის დეტალები უცნობია.