“ზესტაფონის” სამი ქულის მომტანი მატჩი რუსთაველებთან

თარიღი: მარტი 26, 2014

2014 წლის 25 მარტს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მორიგი მატჩები. მიმდინარე საფეხბურთო პირველობის მეორე ეტაპის სასტარტო, რიგით კი ოცდამესამე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” უმასპინძლა.

შეხვედრა მასპინძელთა იერიშებითა და მათივე სწრაფი გოლით დაიწყო – ანგარიშის გახსნის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, 13-ე წუთზე ზესტაფონელებმა სწრაფად გაითამაშეს კუთხური და რევაზ გეწაძის უზუსტესი გადაცემის შემდეგ ნიკა საბანაძემ ბურთი გრიგოლ ბედიაშვილის კარის ბადეში გადაგზავნა. გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურდნენ რუსთაველები, რომლებიც მიზნის მიღწევას შორეული დარტყმებით ცდილობდნენ. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ მარგველთა სერბი გოლკიპერი ბოიან პავლოვიჩი, წინა შეხვედრების მსგავსად, დღესაც საიმედოდ გამოიყურებოდა და საბოლოოდ, ისევ მოახერხა საკუთარი კარის მშრალად შენახვა.

თანდათანობით ზესტაფონელებმა მატჩის სადავეები ისევ იგდეს ხელთ და 34-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდეს. ეპიზოდში, რომელიც მეორე გოლის გატანას წინ უძღოდა, აღსანიშნავია თეიმურაზ ღონღაძის კარგი თამაში. მან ბურთისათვის ბოლომდე იბრძოლა, ამ ბრძოლაში გამარჯვებული დარჩა და ჩინებული გადაცემა გაუკეთა დიმიტრი ტატანაშვილს – თავის მხრივ, მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის საკეთესო მეგოლემ ბოძებული შანსი ცივსისხლიანად გამოიყენა.

პირველთან შედარებით, შეხვედრის მეორე ნახევარი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. ზესტაფონელები მშვიდად აკონტროლებდნენ მატჩის მიმდინარეობას და თავის უპირატესობა ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებიათ. მეტიც, ნიკა საბანაძის, გიორგი გურულისა და ვახტანგ ჭანტურიშვილის დარტყმების შემდეგ მასპინძლებს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის შანსებიც მიეცათ. “ზესტაფონის” მორიგი გამარჯვება ანგარიშით 2-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ბოკა ხუნიორსს” კავანის დამატება სურს

“ბოკა ხუნიორსს” “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ედინსონ კავანის დამატება სურს. ამის შესახებ არგენტინული კლუბის დირექტორმა ხორხე [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფრანგული ტელეარხის შეცდომა: მესის ნაცვლად ეთერში მისი ორეული აჩვენეს (ვიდეო)

ფრანგულმა ტელეარხმა М6 გადაწყვიტა აუდიტორიისთვის იმ სპორტსმენების შესახებ ეამბა, რომლებმაც კორონავირუსთან საბრძოლველად დიდი შემოწირულობები გაიღეს. [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა ფედერაციების წარმომადგენლებთან კალენდრის საკითხზე იმსჯელებს

უეფამ ევროპის 55-ივე ფედერაციის გენერალური მდივანი პირველ აპრილს, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ევროპული ფეხბურთის მმართველი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიტე: “ნეიმარი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, თუმცა არა შეუცვლელი”

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, ნაკრებისთვის ნეიმარის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის შეუცვლელი არ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრილიშმა კარანტინის წესები დაარღვია და ავარიაში მოყვა (ვიდეო)

“ასტონ ვილას” კაპიტანი ჯეკ გრილიში კარანტინის წესების დარღვევაში გამოიჭირეს. 24 წლის ინგლისელი საკუთარი Range Rover-ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტერ შტეგენი: “დიეტების დიდი მოყვარული არ ვარ”

კატალონიის “ბარსელონა” თავის ფეხბურთელებს თვითიზოლაციაში ყოფნასა და ფორმის მაქსიმალურად შენარჩუნებას ავალებს. გუნდის კარის დარაჯი ტერ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზუსტად 30 წლის წინ – საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო (ვიდეო)

ზუსტად 30 წლის წინ – 1990 წლის 30 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოზე მოურინიომ კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დაასახელა თერთმეტი საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მას უმუშავია. anchester ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურჯაანში 11 პირი ფეხბურთის თამაშის გამო 33 000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლებმა 11 პირი დააჯარიმეს, რომლებიც კახეთში, გურჯაანში სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდნენ. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: სოსო ფრუიძე “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელია

“ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. თბილისურ გუნდს ამიერიდან სოსო ფრუიძე გაწვრთნის. “ლოკომოტივის” ოფიციალური ვებ-გვერდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასანო: მესი მარადონაზე უკეთესი ფეხბურთელია

ვეტერანმა იტალიელმა შემტევმა, ანტონიო კასანომ ლიონელ მესისა და დიეგო მარადონას შედარებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფორმულა 1-ის მანქანას კარტინგის მანქანას ნუ შეადარებთ” – ბენზემა ჟირუსთ

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა სოციალურ ქსელ Instagram-ში პირდაპირ ეთერში ჩაერთო და გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ერთობა რონალდინიო ციხეში – ახალი ვიდეო პარაგვაიდან

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გაჰყავს ლეგენდარულ რონალდინიოს დრო პარაგვაის ციხეში. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება მადრიდის “რეალის” ფორმა მომდევნო სეზონში (ფოტო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც აღბეჭდილია, თუ როგორი იქნება მადრიდის “რეალის” საშინაო და საგარეო ფორმა 2020-21 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

4 საუკეთესო ქართული კლუბი ფეხბურთელებს ხელფასებს შეუმცირებს

კორონა ვირუსისგან გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე მსოფლიო წამყვანი გუნდები ფეხბურთელებს ხელფასებს უმცირებენ და მათ რიგებს ქართული […]...
წაკითხვა