“ზესტაფონის” სპარინგ-მატჩი ფოთის “კოლხეთთან”
2014 წლის 12 ნოემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული თასისა და ჩემპიონატის კარსმომდგარი მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს, სპარინგ-შეხვედრა გამართა – დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე მარგველებმა ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთს” უმასპინძლეს.
“ზესტაფონი”: პავლოვიჩი (კუპატაძე, 46), თედორე გრიგალაშვილი, ხიდეშელი (ვაჭარაძე, 68), ფერეირა (რობაქიძე, 46), ენდელაძე (გაგოშიძე, 46), გვალია, შარიქაძე (ჭანტურიშვილი, 46), სარდალიშვილი (მიქელთაძე, 46), ფანცულაია (ჭანკოტაძე, 46), ილურიძე (სამუშია, 62), დვალი (კაპანაძე, 46).
“კოლხეთი” (ფოთი): სეფიაშვილი (ძაგანია, 46), ფარულავა (ლემონჯავა, 62), თევზაძე, კილასონია, თ. კაკულია (ჩადუნელი, 62), გოგონაია, ბარამიძე, ამბროლაძე (სარსანია, 46), სიჭინავა, ლ. კაკულია, გუგუშვილი (სიჭინავა, 46).
მიუხედავად იმისა, რომ “კოლხეთთან” დღევანდელი მატჩი მოსამზადებელი ხასიათისა გახლდათ, მაინც უნდა ითქვას, რომ მასპინძლებმა ის არადამაჯერებლად ჩაატარეს და შემართებით მოასპარეზე მეტოქესთან დუელი დიდი ანგარიშით 0-3 დათმეს. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ლევან კაკულიამ, ომარ გოგონაიამ და დათა სიჭინავამ გამოიჩინეს.
17 ნოემბერს “ზესტაფონი” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის მიმდინარე გათამაშებაში ჩაერთვება – მერვედფინალური სტადიის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური