“ზესტაფონმა” ამხანაგურ მატჩში მარტვილის “მერანი” დაამარცხა

თარიღი: იანვარი 21, 2014

2014 წლის 21 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ახალ წელიწადში პირველი ამხანაგური მატჩი ითამაშა – ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ზემოიმერლები უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დაუპირისპირდნენ.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებმა ფეხბურთელთა ნაწილი მოისაკლისეს – ვახტანგ ჭანტურიშვილმა და ნიკა საბანაძემ სიცხის გამო ვერ ითამაშეს, რაც შეეხება კახაბერ მეშველიანს, რომელმაც გუშინ დუბლიორთა გუნდის შემადგენლობაში “ბენდელას თასის” გათამაშების შეხვედრაში იასპარეზა, მას დღეს დასვენების საშუალება მიეცა…

შედეგად, ზესტაფონელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: მიგინეიშვილი (კუპატაძე, 46) , თორნიკე გრიგალაშვილი (ღონღაძე, 46), თედორე გრიგალაშვილი (ჭელიძე, 46), ფერეირა (გურული, 46), გაგოშიძე, აჯურუ (კუხიანიძე, 46), ენდელაძე (შარიქაძე, 46), სარდალიშვილი (ჭანკოტაძე, 46), მიქაძე (დოლიძე, 46), ფანცულაია (კაკუშაძე, 46), კაპანაძე (ტატანაშვილი, 46).

თავის მხრივ, მარტვილელთა ახლადდანიშნულმა დამრიგებელმა ზურაბ იონანიძემ თავის გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: მამალაძე (ბეგაშვილი, 46), მელიავა (ბენაშვილი, 46), გაბუნია (ფოცხვერაშვილი, 60), რაფაელო (აშორტია, 60), გოგია (ბაბუნაშვილი, 46), ფონიავა (ჯღამაია, 46), კერძევაძე (ჯოჯუა, 46), შულაია (კობახიძე, 70), დეკანოსიძე (წულაია, 46), კუჭუხიძე (გეგეჭკორი, 46), ციცხვაია (ჩხეტიანი, 46).

2014 წელს გასამართმა პირველმა შეხვედრამ გულშემატკივართა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია – ზესტაფონელთა და მარტვილელთა დღევანდელ დაპირისპირებას 300-მდე მაყურებელი დაესწრო… მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და უკვე 17-ე წუთზე ზუსტი თავურით მასპინძლები თორნიკე კაპანაძემ დააწინაურა. შესვენებამდე იმერლებმა ანგარიშის ორამდე გაზრდაც მოახერხეს – 36-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მაღალი ჩაწოდება და მეკარის ბაქანზე შექმნილი არეულობა დასრულდა იმით, რომ მარტვილელთა ერთ-ერთმა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა…

შესვენებისას გია გეგუჩაძემ ერთბაშად 10 ფეხბურთელი შეცვალა, თუმცა მატჩის მიმდინარეობაზე ამას დიდად არ უმოქმედია. ზესტაფონელები ისევ აქტიურობდნენ და 77-ე წუთზე, დიმიტრი ტატანაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ზაზა ჭელიძემ ანგარიში 3-0 გახადა. ერთადერთი, რაც დარჩენილ დროში სტუმრებმა მოახერხეს, გაგა ჩხეტიანის მიერ 80-ე წუთზე გატანილი პრესტიჟის გოლი გახლდათ. მიმდინარე წელიწადში მარგველთა პირველი გამარჯვება – 3-1.

12

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სუარესის ლამაზი გოლი – “ბარსელონამ” სხვაობა ორამდე შეამცირა

სუარესის გოლი “ბაიერნის” კარში – 2:4 “ბაიერნის” სასარგებლოდ იხილეთ ვიდეო That’s Luis Suárez for you, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნინუა აქ არის” – “პაოკმა” ნიკა ნინუა წარადგინა

თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი და კაპიტანი, ნიკა ნინუა კარიერას სალონიკის “პაოკში” გააგრძელებს. ნინუამ “პაოკთან”...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “მე თუ ეს ხედი?” (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს მიმართა. “მხოლოდ ორი არჩევანი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნაგელსმანი: “შესვენებაზე მე და სიმეონეს შელაპარაკება გვქონდა”

“ლაიფციგის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართული მატჩის პირველი ტაიმის დას...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” – “ბაიერნი”: ლიონელ მესის ბრწყინვალე თამაში მიუნ

2015 წელი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი “ბარსელონა” 3:0 “ბაიერნი” გოლები: მესი 77′, მესი 80′, ნეიმარი 90+4′...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ვილიანი “არსენალის” ფეხბურთელია

ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი, ვილიანი ამიერიდან “არსენალის” ღირსებას დაიცავს. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა “მეთოფეე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუმენიგე: “მესიზე დეივისი იზრუნებს”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინ რუმენიგემ “ბარსელონასთან” მატჩამდე კომენტარი დეივისი-მესის შესაძლო დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სიმეონე: “თავს ვერ გავიმართლებთ”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ლაიფციგთან” განცდილი მარცხის (1:2) შე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის სტადიონის უნიკალურობა – რა მოეწყობა სტადიონის პარკინგზე?

ბათუმის სტადიონის საპარკინგზე ადგილზე კინოთეატრი მოეწყობა. 298000-ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა აჭარის პროექტების მართვის (ყოფილი შპს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაიფციგი” – “ატლეტიკოს” მატჩის საუკეთესო მოთამაშე დასახელდა

13 აგვისტოს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ლაიფციგმა” “ატლეტიკო” 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იულიან ნაგელსმანმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

13 აგვისტოს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ლაიფციგმა” მადრიდის “ატლეტიკო” 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაიფციგმა” “ატლეტიკოს” ბარიერი დაძლია და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფ

ლისაბონში მდებარე სტადიონ “ეშტადიუ ჟოზე ალვალადეზე” “ლაიფციგსა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის უეფას ჩემპიონთა ლიგი...
წაკითხვა