“ზესტაფონმა” ამხანაგურ მატჩში მარტვილის “მერანი” დაამარცხა

თარიღი: ნოემბერი 17, 2013

2013 წლის 17 ნოემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ამხანაგური მატჩი გამართა – დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ზემოიმერლები უმაღლესი ლიგის ბინადარ მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დაუპირისპირდნენ.

იმერლებმა ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი მოისაკლისეს – საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მივლინებული ზესტაფონელთა სამეულის (კახაბერ მეშველიანი, თორნიკე და თედორე გრიგალაშვილები) არყოფნას გიორგი ადამიას, ირაკლი ქობალიას და სანდრო გურულის ტრავმებით გამოწვეული იძულებითი უქმობაც დაემატა…

შედეგად, ზესტაფონელთა შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: კვასხვაძე (მახათაძე, 55), კუტალია (რობაქიძე, 46), კაჭკაჭიშვილი, რენე ფერეირა (ენდელაძე, 46), გაგოშიძე, აჯურუ (ჭანტურიშვილი, 46), კანდელაკი (შარიქაძე, 46), რეკრუკი (ჭანკოტაძე, 46), რაჟამაშვილი, სამუშია (სარდალიშვილი, 46), ლომია (კვერნაძე, 46).

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრის მეორე ნახევარი ზესტაფონელთა სწრაფი გოლით დაიწყო – 48-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძე ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა და მეტოქის საჯარიმოს მიახლოვებულმა ბურთი კარში ზუსტი დარტყმით გადაგზავნა. მეორე გოლის გასატანად პირველი გოლის ავტორ ჭანკოტაძეს სულ რაღაც 2 წუთი დასჭირდა – ავთო ენდელაძესთან ერთი შეხებით გათამაშებული ლამაზი კომბინაციის შემდეგ, გიორგი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მარტვილელთა გოლკიპერ მიხეილ ხარშილაძეს კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.

54-ე წუთზე ანგარიში 3-0 გახდა – ჭანკოტაძე-სარდალიშვილის მონაწილეობით განვითარებული სწრაფი კომბინაცია ამ უკანასკნელის სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდებითა და ოთარ კვერნაძის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. 70-ე წუთზე თავი უკვე თავად მიხეილ სარდალიშვილმა გამოიჩინა, ასისტენტობა კი მას ოთარ კვერნაძემ გაუწია. 72-ე წუთზე ავთო ენდელაძის გოლის ჯერიც დადგა, საგოლე გადაცემით ის პირველი ორი გოლის ავტორმა ჭანკოტაძემ მოამარაგა.

მარტვილელებმა ანგარიშის “დასასველებლად” გაიწიეს და 81-ე წუთზე, კრის ბანებას წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად თეიმურაზ ფარულავამ აქცია. ამის მიუხედავად, დღევანდელ მატჩში “ბოლო სიტყვა” მაინც მასპინძლებმა თქვეს – 83-ე წუთზე ზესტაფონელთა შემტევმა ოთარ კვერნაძემ დუბლი გაიფორმა და დღევანდელი მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. მარგველთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 6-1.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა