“ზესტაფონს” 12 ახალწვეული და ჯაბა დვალი ჰყავს

თარიღი: ივლისი 5, 2020

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი ხასიათის პაუზის შემდეგ საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საწვრთნელი პროცესი განაახლა და ახალი სეზონისათვის მზადებას ისევ შეუდგა. სამთვიანი “არდადეგების” შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართა…

მზადების პირველ ეტაპზე გუნდი 10-კაციან ჯგუფებად დაიყო და ფეხბურთელები ცალ-ცალკე ვარჯიშობდნენ. ვარჯიშების დაწყებამდე, ფეხბურთელებსა და სტაფის წევრებს აუცილებელი თერმოსკრინინგი უტარდებოდათ. საწვრთნელ პროცესში მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები…

როგორც იცით, 2020 წლის საფეხბურთო სეზონში ჩვენი კლუბის პირველი გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის გათამაშებაში ჩაერთვება. ტურნირის ჩატარების შესახებ არსებული დებულების მიხედვით, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” ლიგა-4-ის ტურნირში მეტოქეობას თბილისური გუნდები “ვარკეთილი”, “ვიტ-ჯორჯია-2”, “მერანი-2” და “დიდუბე-2014”, მარნეულის “ალგეთი”, საფეხბურთო კლუბები “ცხინვალი”, “ბორჯომი” და “ჭიათურა”, ვანის “სულორი”, ხონის “იმერეთი”, ქედის “ბეთლემი”, ზუგდიდის “ოდიში-1919”, სენაკის “ეგრისი”, ჩხოროწყუს “სამეგრელო” და წალენჯიხის “სქური” გაუწევენ.

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პანდემიამდე “ზესტაფონს” 12 ახალწვეული (გოლკიპერი ბაჩო მიქავა; მცველები – დავით მოსიძე, ვანო გულხადარაშვილი, ავთანდილ სირაძე და ბექა ხუხუა; ნახევარმცველები – ირაკლი ზარნაძე, ლაშა ნანობაშვილი და ნიკა ხარაიშვილი; ფორვარდები – გიორგი ხარშილაძე, ლაშა ოზბეთელაშვილი, ბექა ზაქრაძე და ჯაბა დვალი) შეუერთდა. ამ რამდენიმე დღის წინ კი იმერულ გუნდში “ზესტაფონის” საკლუბო აკადემიის აღზრდილი, ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საქართველოს 2011 წლის ჩემპიონი, 29 წლის გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი ჭანკოტაძე დაბრუნდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, საწვრთნელ შეკრებას ზემოიმერლები მშობლიურ ქალაქში გადიან. ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების მიერ მომზადებული ახალი რეგულაციების თანახმად, მიმდინარე წლის 6 ივლისიდან საფეხბურთო კლუბებს წვრთნის პროცესის ნორმალურ რეჟიმში წარმართვისა და ამხანაგური მატჩების გამართვის უფლება მიეცემათ.

აქედან გამომდინარე, ივლისის პირველ ნახევარში მარგველები რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის ჩატარებას გეგმავენ – ამ დროისათვის უკვე დაგეგმილია სპარინგები თანალიგელ ხონის “იმერეთთან” და “ჭიათურასთან”. ასევე, თითქმის გადაწყვეტილია, რომ იმერლები ლიგა-3-ის წარმომადგენელ ფოთის “კოლხეთსა” და ტყიბულის “მეშახტეს” დაუპირისპირდებიან…

Fczestafoni

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რომელ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება ერლინგ ჰოლანს?

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანს კარიერის გაგრძელება მადრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

სქოულზი: “გრილიშმა “ასტონ ვილა” სასწრაფოდ უნდა დატოვოს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა, პრესასთან საუბრისას ჯეკ გრილიშს შეაქო და მას ევროპის ტოპ კლუბში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად შეიძლება ჩატარდეს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატი?

ფიფას მიერ ორგანიზებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთის ყველაზე დიდი ტურნირია, რომელიც 1930 წლიდან ყოველ 4 წელიწადში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაკიტიჩი მესის: “მე მაქვს ტიტული, რომელსაც შენ ვერასოდეს მოიგებ”

“სევილიას” ვარსკვლავმა, ივან რაკიტიჩმა, პრესასთან საუბრისას მესისთვის ნათქვამი ხუმრობა გაიხსენა. ხორვატ ფეხბურთელს “კამპ ნოუზე”...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად გაიმართება “ლივერპულისა” და “ლაიფციგის” მატჩი?

უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ლივერპულსა” და “ლაიფციგს” შორის გასამართი შეხვედრა კვლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” “სევილიას” ბრწყინვალე ქამბექი შეუსრულა (ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონამ” 3 მარტს საკუთარ კედლებში “სევილია” მიიღო და ძალიან რთული დავალების შესრულებას შეუდგა. კოპა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩემგან რა გინდა? მოკეტე!” – რეშფორდისა და მაგუაირის შელაპარაკება “

3 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში “კრისტალ პალასმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დემბელეს ულამაზესი გოლი “სევილიას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Dembele literally had a 10-mins shooting practice and scored this banger😍Keeper didnt stand […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნინუას ეფექტური გოლი კაგავას დაგორებით (ვიდეო)

საბერძნეთის თასზე ნიკა ნინუას “პაოკმა” “ლამიასთან” განმეორებით მატჩში 1-1 ითამაშა. შეხვედრის მე-13 წუთზე შინჯი კაგავამ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ძალიან შეცვლილია – როგორ გამოიყურება გონსალო იგუაინი ამჟამად (ფოტო)

MLS-ის გუნდებმა 2021 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყეს. “ინტერ მაიამის” პირველ ვარჯიშზე გონსალო იგუაინის გარეგნობამ დიდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: გურამ კაშია “ლოკომოტივის” ფეხბურთელია

გურამ კაშია ამიერიდან თბილისის “ლოკომოტივის” ღირსებას დაიცავს. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა თბილისურ კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება...
წაკითხვა
ფეხბურთი

საბა ლობჟანიძემ “გალათასარაის” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

“ანკარაგიუჯუ” – “გალათასარაი” საბა ლობჟანიძის გოლი “გალათასარაის” კარში იხილეთ ვიდეო Saba Lobzhanidze’nin, A...
წაკითხვა
ფეხბურთი

მორატა: “ვისაც ჩვენი არ სჯერა, ტელევიზორი აღარ ჩართოს”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა ალვარო მორატამ იტალიის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა. “ეს სეზონი საკმაოდ რთული გამოდის. ყოველ [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

აიზეია ტომასი ზლატან იბრაჰიმოვიჩს: “მოკეტე!”

“სელტიკის” ყოფილი გამთამაშებელი, აიზეია ტომასი, ზლატან იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს გამოეხმაურა. შვედმა ფეხბურთელმა ლებრონ ჯეიმს პოლიტიკური განც...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისურმა კლუბებმა ლოგოებიდან ცხოველები გააქრეს (ფოტო)

“ასტონ ვილამ”, “ვულვერჰემპტონმა” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა” ერთი დღით თავიანთი ლოგოებიდან ცხოველები გააქრეს. ამით ...
წაკითხვა