ზესტაფონში ვერც “დინამოს” დუბლები გაჩემპიონდნენ
2014 წლის 8 მაისს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე თბილისის ”დინამოს” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, გელაშვილი, გაგოშიძე, ენდელაძე, გოგია (იელიჩი, 46), კაკუშაძე, სარდალიშვილი, ფანცულაია (კალაჯიშვილი, 75), ჭურაძე, ჭანკოტაძე (ბარბაქაძე, 77), კანდელაკი (მაკარიძე, 55).
შეხვედრა, რომლის მოგების შემთხვევაში თბილისელი ფეხბურთელები დუბლიორთა ტურნირის გამარჯვებულის ტიტულს მოიპოვებდნენ, მასპინძლების შეტევებით დაიწყო და უკვე მატჩის დებიუტში დემურ კანდელაკს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა მისი დარტყმული სტუმართა კარის დარაჯმა ეფექტური ნახტომით კუთხურზე მოიგერია. 10-ე წუთზე სტუმართაგან მათიაშვილიურტყავდა თავით სახიფათოდ – კახაბერ მეშველიანი ბურთს ადგილზე დახვდა. ანგარიში 15-ე წუთზე გაიხსნა – გიორგი ჭანკოტაძისდარტყმა დინამოელთა მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას დემურ კანდელაკმა დაასწრო და ზუსტი დარტყმით ზესტაფონელები დააწინაურა.
მალევე ავთო ენდელაძეს შეეძლო გატანა, თუმცა მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა. 25-ე წუთზე “დინამომ” ანგარიში გაათანაბრა – ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. ზესტაფონელები ტაიმის ბოლოს ისევ დაწინაურდნენ – სტუმართა კარი ულამაზესი დარტყმით გიორგი ჭანკოტაძემ აიღო.
მეორე ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა. 75-ე წუთზე ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა – მიხეილ სარდალიშვილი “დინამოს” მცველებს და მეკარეს გასცდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. სტუმრებმა კი მატჩის ბოლო წუთზე ერთი ბურთის გატანა შეძლეს – ლობჟანიძემ ლამაზი დარტყმით ბურთი მეშველიანის კარის ბადეში მოათავსა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 3-2.
|