ზღუდეები აუცილებლად დაინგრევა!

თარიღი: ნოემბერი 22, 2017

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, რომელიც ლონდონში ‘მსოფლიო რაგბის’ მე-13 გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში რაგბში არსებული ხელოვნური ზღუდეები დაინგრევა და ბორჯღალოსნებისთვის აქამდე დახშული ყველა კარი გაიხსნება.

გენერალური ასამბლეის მთავარი თემა სწორედ რაგბის გლობალური ზრდა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იყო. ითქვა, რომ ბოლო პერიოდში რაგბში ჩართული ადამიანების რიცხვი 8,5 მილიონით გაიზარდა, თუმცა იმისათვის, რომ პროგრესი კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.

აღსანიშნავია, რომ ასამბლეაზე რამდენჯერმე ახსენეს ქართული რაგბის წინსვლა, ხოლო გახსნით სიტყვაში სოსო მათიაშვილის მიერ კანადასთან გატანილი ლელო გაიხსენეს.

„ეს იყო სამუშაო შეხვედრა, სადაც მიმდინარე საკითხები განიხილებოდა. დიდი ყურადღება დაეთმო რაგბის გეოგრაფიის გაფართოების აუცილებლობას, ქალთა რაგბს, მოუსმინეს მაღალი მიღწევების მენეჯერებს. სასიხარულოა, რომ გახსნით სიტყვაში სოსო მათიაშვილის ლელო ახსენეს და ითქვა, რომ სწორედ ასეთი სასწაულებისთვის გვიყვარს რაგბი. 2-დღიანი კონგრესი ‘მსოფლიო რაგბის’ ვიცე პრეზიდენტის, აგუსტინ პიშოს შთამბეჭდავი სიტყვით დასრულდა. მთლიანობაში, ასამბლეამ დამარწმუნა, რომ უახლოეს პერიოდში ყველა ზღუდე დაინგრევა და ისეთ ქვეყნებს, როგორიც ჩვენ, იაპონია და ფიჯი ვართ, ტიერ ერთის ქვეყნებთან გათანაბრების საშუალება მოგვეცემა“ – ნანახით და მოსმენილით კმაყოფილია სვანიძე.

რაგბის გეოგრაფიული არეალის გაფართოებაზე საუბრისას, საქმე მხოლოდ საქართველოს და მის დარ ქვეყნებს არ ეხება. მსოფლიო რაგბმა თანაბრად უნდა იზრუნოს ყველა იმ ქვეყნის პროგრესზე, რომლებიც რაგბში არიან ჩართული:

„ვფიქრობ, რაგბში ქვეყნების დონეებად დაყოფა ბოლო წლებს ითვლის და სულ მალე ის დიდი ტალღა, რომელიც თავის დროზე არგენტინიდან წამოვიდა და ახლა საქართველოდან, იაპონიიდან, ფიჯიდან, ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან მოდის, გადალახავს ამ დონეებს შორის არსებულ ბარიერებს. ეს ხელს შეუწყობს გუნდებს შორის სათამაშო ხარისხის დაახლოებას. გასაგებია, რომ რაგბში ძლიერი გუნდის სუსტთან თამაშით მაყურებელი ვერ ისიამოვნებს, თუმცა ახლოს მყოფ ქვეყნებს შანსი უნდა მიეცეთ და ამისათვის ნაბიჯები უკვე გადადგმულია“ – ამბობს სვანიძე.

ჩვენთვის სასიკეთო ძვრები უკვე დაწყებულია და 2019 წლიდან ბორჯღალოსნები ტიერ ერთის გუნდებთან წელიწადში მინიმუმ ორჯერ ითამაშებენ, თუმცა რაგბის კავშირის პრეზიდენტს ამ პერიოდიდან მეტის მოლოდინი აქვს:

„როგორც წესი, მსოფლიო თასი ერთგვარი წყალგამყოფია. 4-წლიან ციკლში მთავრდება ერთი და იწყება რაღაც ახალი. ჩვენ უკვე გვაქვს გარანტია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, მომდევნო 4-წლიან ციკლში ტიერ ერთი ქვეყნებთან წელიწადში მინიმუმ ორჯერ ვითამაშებთ, თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა, დამატებით შესაძლებლობებს. ‘მსოფლიო რაგბში’ კარგად ესმით, რომ უელსთან ჩვენი თამაში ასეთი კარგი ვერ იქნებოდა, წელს ივნისში არგენტინასთან რომ არ გვეთამაშა. სწორედ იქ მიღებული გამოცდილების შედეგია, რაც ახლა კარდიფში ვიხილეთ.

ვფიქრობ, 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ და არაუგვიანეს 2023 წლისა, ჩვენსა და პირველი დონის გუნდებს შორის არსებული ჯებირი გაირღვევა. ამისათვის ჩვენ ვალდებული ვართ, რომ იაპონიაში ვაჩვენოთ ის თამაშის ხარისხი, რაც მსოფლიო რაგბის გურმანებს დააკმაყოფილებს, ხოლო ხარისხს სპორტული შედეგიც მოყვება. იაპონიაში ჩვენი მიზანი ორი თამაშის მოგებაა, ავსტრალიას და უელსს კი სერიოზული ბრძოლა უნდა გავუმართოთ. გასაგებია, რომ უელსი მსოფლიოზე სულ სხვა, ბევრად უფრო ძლიერი გუნდი იქნება, თუმცა შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ იქ საქართველოც სხვა გუნდი იქნება.

მჯერა, ამ ორ წელიწადში ნაკრებში კიდევ არაერთი ახალი სახე გამოჩნდება და იაპონიაში გამგზავრების წინ მწვრთნელებს თავსატეხი გაუჩნდებათ – ვინ დატოვონ თბილისში და არა ის, თუ ვინ წაიყვანონ იაპონიაში“.


ექვსი ერი თუ ახალი ფორმატი?

არახალია, რომ საქართველოსთვის განვითარების პირდაპირი გზა ექვს ერზე გადის და ‘მსოფლიო რაგბის’ კულისებში ამ თემაზეც შედგა საუბრები:

„ექვს ერში ჩართვით ჩვენ უმოკლეს დროში შევძლებთ ფინანსური პრობლემების მოგვარებას და მათ გარანტირებულად ვეუბნებით, რომ 2-3 წელიწადი არა მხოლოდ ერთი თამაშის მოგებაზე, არამედ თასისთვის ბრძოლაზე გვექნება პრეტენზია. ჩვენს არგუმენტებს ყველა ეთანხმება, მაგრამ როდესაც ყველაფერი რამდენიმე წლითაა გაწერილი, ერთ დღეში ვერაფერი შეიცვლება. თუმცა ჩვენ ახლა უნდა ვისაუბროთ ამაზე, რათა მსოფლიო თასის შემდეგ რაღაც შეიცვალოს.

ექვს ერშიც ესმით, რომ კომერციულად თვითონაც აგებენ, რადგან სულ უფრო ხშირად ისმის საუბრები ტურნირში საქართველოს მონაწილეობაზე. პარალელურად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ალტერნატიულ ვარიანტზე და მასში რომელიმე წამყვანი ქვეყნის ჩართვაზე. მიდის ჭიდილი ნოვაციურ იდეებსა და კომერციულ მიდგომებს შორის და მჯერა, მოგებული დავრჩებით“.

საქართველომ საფრანგეთი აირჩია

მე-13 გენერალური ასამბლეის მთავარი საკითხი 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნის გამოვლენა იყო. ამისათვის ორი ტური გახდა საჭირო და მასში საქართველოდან გიორგი ნიჟარაძე მონაწილეობდა, რომელიც ‘მსოფლიო რაგბის’ საბჭოს წევრია.

პირველ ტურში საფრანგეთმა 18 ხმა მიიღო, სამხრეთ აფრიკამ 13 და ირლანდიამ 8. მეორე ტურში საფრანგეთმა 24, ხოლო სამხრეთ აფრიკამ 15 ხმა მიიღო და მე-10 საიუბილეო მსოფლიო თასს საფრანგეთი უმასპინძლებს (მეორედ 2007 წლის შემდეგ), რომელსაც მხარი საქართველომ დაუჭირა.

„საფრანგეთთან ბევრი რამ გვაკავშირებს და დღეს ქართული რაგბი ასეთ დონეზე რომაა, სწორედ მათი დამსახურებაა. ჩვენი ლეგიონერების უმრავლესობა სწორედ იქ თამაშობს. გარდა ამისა, ქართველი გულშემატკივრისთვის საფრანგეთში ჩასვლა უფრო იოლი იქნება, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში, ან ირლანდიაში. განვლილ მსოფლიო თასებსაც თუ გადავხედავთ, ევროპაში ჩატარებული ჩემპიონატები ‘მსოფლიო რაგბისთვის’ ფინანსურად უფრო მომგებიანი იყო“ – ამბობს სვანიძე.

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბლოკი ჯარენ ჯექსონის წინააღმდეგ (ვიდეო)

26 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში “მემფის გრიზლისს” დაუპირისპირდა და 126:114 გაიმარჯვა. [&h...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე სერიოზულ ტრავმას გადაურჩა – ფიჯელი მორაგბის წითელი ბარათი (ვიდეო)

23 ნოემბერს, ჩელენჯ თასზე “ტულონმა” საკუთარ მოედანზე “სკარლეტსი” მიიღო და მეტოქე 17:16 დაამარცხა. შეხვედრის 42-ე […]...
წაკითხვა
რაგბი

კურიოზი: როცა ჩელენჯ თასზე ქართველი მსაჯი ქართველ მორაგბეს ხვდება (ვიდეო)

23 ნოემბერს, ჩელენჯ თასის მეორე ტურში “უოსპსმა” საკუთარ მოედანზე “აჟენი” მიიღო და მეტოქე 32:14 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რა უქნეს “ინდიანას” კალათბურთელებმა გოგა ბითაძის ავტომობილს (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” კალათბურთელები გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეს, გოგა ბითაძეს გაეხუმრნენ. მათი მსხვერპლი ავტოსადგომზე მყოფი ქართველი ცენტრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისის სარაგბო ნაკრების მწვრთნელი “არსენალში” მუშაობაზე ფიქრობს

ინგლისის სარაგბო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ედი ჯოუნსი, სპორტის სახეობის შეცვლაზე ფიქრობს. ესპანელი ტაქტიკოსი თავის თავს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის 7 ქულა “მილუოკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

17 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “მილუოკი ბაქსთან” 83:102 დამარცხდა. ახალგაზ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე “ჰიუსტონთან” 6 ქულით დაბრუნდა (ვიდეო)

16 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა და 111:102 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ტრავ...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
რაგბი

გოჩა სვანიძე: “პირდაპირ გეტყვით, მილტონ ჰეიგს შეეშინდა”

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ 2019 წლის მსოფლიო თასი შეაფასა და მილტონ ჰეიგის შესახებ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
რაგბი

ქართული შერკინება აღარ მოსწონთ – რაგბის მსოფლიო თასის გვერდის ფოტო სოციალურ ქსელში

სექტემბერში, რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების შერკინების მიმართ პატივისცემა სახალისო ფოტოთი გამოხატა, რომლის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა