ჟაკ პასი: “საქართველოს ნაკრებს დიდი მომავალი აქვს”
სენტ კიტსისა და ნევისისა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჟაკ პასიმ საქართველოსთან მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ჩვენი ერი, რომელიც 40000 ადამიანისგან შედგება, ეთამაშა ქვეყანას, რომელიც 4 მილიონი ადამიანისაგან შედგება. საქართველსო მოსახლებოა ჩვენსას ასჯერ აღემატება. ყოველთვის დიდი სურვილი მაქვს, რომ გავიმარჯვოთ. მინდა, ვლადიმირ ვაისსა და საქართველოს ნაკრებს მივულოცო, რადგან შესანიშნავი გუნდი გყავთ. საქართველოს ნაკრებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვსწავლობდი, თუმცა სანამ აქ არ ჩამოხვალ, გუნდის სიძლიერეს ვერ გაიგებ. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს დიდი მომავალი აქვს.
აქ კიდევ ერთხელ ჩამოსვლას ვისურვებდი. ამავდროულად, საქართველო ჩვენს კუნძულებზე ჩამოსვლით დიდ გამოცდილებას მიიღებს.
ჩვენ გვსურდა, რომ კარიბის ზღვის ქვეყნების გარდა, სხვასთანაც გვეთამაშა. ევროპაში გაცილებით მაღალი დონეა. იმ თერთმეტი ფეხბურთელიდან, რომლებიც დღეს თამაშობდნენ, ექვსი პროფესიონალი არ არის, ერთი კი ინგლისის მეორე დივიზიონში თამაშობს. თქვენი გუნდის ფეხბურთელები ევროპის სხვადასხვა ქვეყნების უმაღლეს დივიზიონებში თამაშობენ, ამიტომ ჩემი გუნდის თამაშით ვამაყობ.“