ჟერარ პიკე და უსმან დემბელე საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ

თარიღი: ოქტომბერი 19, 2019

კატალონიის “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე და ნახევარმცველი უსმან დემბელე კატალონიელთა საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა As ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, კატალონიელები 18 ოქტომბრის გაფიცვით სოლიდარობას უცხადებენ ცხრა პოლიტიკოსს, რომელსაც 2017 წელს რეფერენდუმის მოწყობისთვის პატიმრობა მიუსაჯეს.

აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელმა “ბარსელონას” დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღო და დღევანდელის ნაცვლად შაბათ დილით ივარჯიშებენ.

აქვე გეტყვით, რომ პიკე და დემბელე დისკვალიფიკაციის გამო ლა ლიგის მე-9 ტური შეხვედრას გამოტოვებენ (“ეიბართან”).

მსგავსი სიახლეები