ჟერარ პიკე მუნირ ელ ჰადადის: “მომდევნო ჯერზე ბურთი მე დამიტოვე, კარგი?”

თარიღი: ნოემბერი 21, 2015

21 ნოემბერს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

მატჩის ბოლო წუთებში, მუნირ ელ ჰადადიმ მადრიდელთა კარის დალაშქვრა სცადა, თუმცა ბურთი კარს ცოტათი ასცდა. ამ ეპიზოდში, ელ ჰადადის გვერდზე პიკეც იმყოფებოდა, რომელსაც ის არ მოეწონა, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელმა მას ბურთი არ დაუთმო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პიკემ სოციალურ ქსელ Facebook-ში ელ ჰადადისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა გაუკეთა: “მომდევნო ჯერზე, ბურთი მე დამიტოვე, კარგი? ჩვენ ისტორიის წერას ვაგრძელებთ!”

Grande Munir! Pero la próxima me la dejas vale? Felicitats a tots els culers! Seguim fent història!

Posted by Gerard Piqué on Saturday, 21 November 2015

მსგავსი სიახლეები