ჟერარ პიკე საფეხბურთო კლუბის შეძენას აპირებს

თარიღი: ნოემბერი 24, 2018

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ ის საფეხბურთო კლუბის შეძენაზე ფიქრობს.

ასევე, ესპანელი ფეხბურთელი ამბობს, რომ ის მის გუნდთან ერთად ახალი ტურნირის შექმნაზე მუშაობს.

“ჩვენ ორ პროექტზე ვმუშაობთ. ერთი საფეხბურთო კლუბის შეძენას უკავშირდება. ვწუხვარ, ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია. რაც შეეხება მეორე პროექტს, გვინდა, ახალი საფეხბურთო ტურნირი შევქმნათ”, – უთხრა პიკემ L’Equipe-ს.

მსგავსი სიახლეები