ჟერარ პიკეს ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე სხვადასხვა ნივთები დაუშინეს (ვიდეო)
ესპანეთის ეროვნული ნაკრები ალბანეთისა და ისრაელის ნაკრებებთან სათამაშოდ ემზადება. გუნდის ერთ-ერთ წევრს, ჟერარ პიკეს კი ესპანელი ფანები ვარჯიშზე სტვენითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეხვდნენ.
ვარჯიშის მიმდინარეობისას, “ბარსელონას” მცველის მისამართით ასეთი შეძახილები ისმოდა: “პიკე ნავიჭვარია, ესპანეთი ჩვენი ქვეყანაა! პიკე, დატოვე ნაკრები!”
23-წუთიანი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, 30 წლის მცველს მოედნიდან გასვლისას სხვადასხვა ნივთებიც ესროლეს.
შეგახსენებთ, რომ პიკე კატალონიის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, რის გამოც მას ესპანელი გულშემატკივრები უპირისპირდებიან.
Sale Piqué pic.twitter.com/F61hBh1mYk
— Eduardo J. Castelao (@EJCASTELAO) October 2, 2017
Tras 23 minutos España deja de entrenar pic.twitter.com/LjD3Jvjx81
— Eduardo J. Castelao (@EJCASTELAO) October 2, 2017