ჟერარ ულიე გარდაიცვალა
“ლივერპულის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟერარ ულიე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემები სახელდება.
ფრანგმა სპეციალისტმა საყოველთაო ცნობადობა სწორედ მერსისაიდული კლუბის თავკაცის პოსტზე მუშაობის პერიოდში მოიპოვა. ულიემ “ენფილდროუდელებთან” ერთად უეფას თასი (2000–2001), უეფას სუპერთასი (2001), ინგლისის თასი (2000–2001), ქვეყნის სუპერთასი (2001) და ორჯერ ინგლისის ლიგის თასი (2000–2001, 2002–2003) მოიგო. 2001 წელს გახდა უეფას წლის მწვრთნელი.
გარდა ამისა, ჟერარ ულიეს “ლანსში”, “ლიონში”, “პარი სენ-ჟერმენში”, “ასტონ ვილაში” და როგორც საფრანგეთის ეროვნულ გუნდში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში უმუშავია. სამჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი (ორჯერ “ლიონთან”, ერთხელ “პარი სენ-ჟერმენთან” ერთად), საფრანგეთის 18 წლამდე ნაკრებთან ერთად 1996 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო.