ჟირუ: “ალექსისს ზედმეტსახელად Duracell-ს ვეძახით”
“არსენალის” თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ გუნდის სამი ფეხბურთელი – მესუთ ოზილი, ალექსის სანჩესი და სანტი კასორლა შეაფასა.
“ალექსის სანჩესისა და მესუთ ოზილის მოსვლამ გუნდი საგრძნობლად გააძლიერა. ჩვენ გუნდს დიდ კლუბებთან შეჭიდება და წარმატების მიღწევა შეუძლია,”-განაცხადა ჟირუმ Goal.com-თან.
“სანჩესს ზედმეტსახელად Duracell-ს ვეძახით. “არსენალისთვის” ძალებს არ ზოგავს და 20 წლის ბიჭივით მოტივირებულია”.
“მესუთი ძალიან მშვიდი და ყურადღებიანია. ტექნიკურ ასპექტებში თავს კომფორტულად გრძნობს. კასორლა ყურადღებას კარგი თამაშით იქცევს. ბედნიერი ვარ, რადგან ამ ფეხბურთელებმა ჩემთან ერთად თავი “არსენალში” მოიყარეს. ჩვენ ერთმანეთის ჩინებულად გვესმის,”-შეაჯამა ფრანგმა.