ჟირუ: “არ ვიცი, რა იქნება მომავალში – ახლა “არსენალში” ვრჩები”
ოლივიე ჟირუმ Goal.Com-თან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“არ ვიცი, რა იქნება, მომავალში, თუმცა ამჟამად “არსენალში” ვრჩები. მსურს, ამ გუნდთან ერთად კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. ახლა ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო და ფორმაში ჩავდგე. ჩემს საქმეს პროფესიონალურად ვუდგები და მინდა, მომავალ სეზონს მომზადებული შევხვდე.”
“სექტემბრიდან უფრო ბევრი გამოწვევის წინაშე მოგვიწევს დადგომა. თუმცა, მომწონს და უფრო მაძლიერებს ის ზეწოლა, რაც გულშემატკივრისგან თუ ჟურნალისტებისგან გვექნება. ეს კიდევ უფრო მაძლევს გოლების გატანის მოტივაციას,” – განაცხადა ჟირუმ.