ჟირუ: “ჯეიმი ვარდის “არსენალში” თამაში სურს”
ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ “ლესტერის” ერთ-ერთ ლიდერს, ჯეიმი ვარდის “მეთოფეთა” რიგებში ყოფნა სურს.
შეგახსენებთ, გუშინ კლაუდიო რანიერიმაც დაადასტურა, რომ ლონდონური კლუბი ვარდის მიმართ ინტერესს იჩენს.
“მითხრეს, რომ ჯეიმის ჩვენს გუნდში თამაში სურს. ვფიქრობ, ეს “არსენალისათვის” ძალიან კარგი ამბავია. ვარდი ბრწყინვალე ფეხბურთელია”, – თქვა ჟირუმ.