ჟირუ: “ლიონი” მეპატიჟებოდა, მაგრამ მე ამ იტალიურ გუნდში გადასვლა მინდოდა”
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ გამოტყდა, რომ მის გადაბირებას “ლიონი” ცდილობდა, თუმცა ფრანგი ფეხბურთელისთვის პრიორიტეტი მილანის “ინტერში” გადასვლა იყო.
“ჩელსის” რიგებში ექვსი ურთულესი თვე გავატარე და საკუთარ თავს სხვა გუნდში მოვიაზრებდი. აქედან რომ წავსულიყავი, ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. ჩემთვის პრიორიტეტული “ინტერში” გადასვლა იყო, კონტაქტები გვქონდა რომის “ლაციოსთან” და “ტოტენჰემ ჰოთსპურთანაც”, მაგრამ “ჩელსიმ” არ გამიშვა. ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა. მწვრთნელი მეტ სათამაშო დროს დამპირდა, რაც შეასრულა კიდეც.
“ლიონიდანაც” დამირეკეს, მაგრამ იმ დროს ჩემთვის პრიორიტეტი “ინტერი” გახლდათ. ძალიან მინდა ევრო-2020-ზე თამაში. მეწყონება, თუ საფრანგეთის ნაკრებში არ გამომიძახებენ. ვიმედოვნებ, ეროვნული გუნდის მწვრთნელს “ჩელსიში” ჩემი თამაშით დავარწმუნებ, რომ უნდა გამომიძახოს”, – ციტირებს ჟირუს სიტყვებს L’Equipe-ი.