ჟირუს გოლი საიუბილეო აღმოჩნდა
დღეს ინგლისის პრემიერ ლიგამ აიღო სტარტი. ლონდონში, “ემირეითს სთეიდიუმზე” ერთმანეთს ადგილობრივი “არსენალი” და “ლესტერ სიტი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და, საბოლოოდ “მეთოფეთა” გამარჯვებით, 4-3 დასრულდა.
საგულისხმოა, რომ გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ფრანგი 67-ე წუთზე ჰოლდინგის ნაცვლად გავიდა მოედანზე და 18 წუთში თავური დარტყმით თავისი გუნდის მეოთხე, სამი ქულის მომტანი გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელის მიერ გატანილი ეს ბურთი მისთვის საშინაო არენაზე (“ემირეითს სთეიდიუმზე”) რიგით 50-ე აღმოჩნდა. მან ყველა ტურნირზე ერთად მოახერხა 50 გოლის გატანა.