ჟოაო ფელიში: “რონალდუ ჩემი ბავშვობის კუმირია”
მადრიდის “ატლეტიკოსა” და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველმა, ჟოაო ფელიშმა, კრიშტიანუ რონალდუსთან არსებულ ურთიერთობაზე საჯაროდ ისაუბრა.
“კრიშტიანუსთან ერთად თამაში გასაოცარი რამ არის. პორტუგალიის ნაკრებს ყოველთვის ჰყავდა მსოფლიო დონის ფეხბურთელები . პატარაობაში მათი თამაშის ყურებით დიდ სიამოვნებას ვიღებდი. თუ არჩევანის გაკეთება მომიწევს, ალბათ რუი კუშტას ავირჩევდი. მასთან თამაში განსაკუთრებული გრძნობა იქნებოდა, ის უდიდეს ტალანტს ფლობდა.
კრიშტიანუ რონალდუ გუნდის ყველა ფეხბურთელისთვის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს. ის განსაკუთრებულია არა მხოლოდ მიღწევების გამო, არამედ ჩემპიონის მენტალიტეტით. რონალდუ ჩემი და ნაკრების სხვა ფეხბურთელების ბავშვობის კუმირია. ის საკუთარი თავისგან უფრო მეტს ითხოვს, ვიდრე თანაგუნდელებისგან.
რონალდუმ თითქმის ყველაფერი მოიგო, მაგრამ საკუთარ თავს მაინც მეტს თხოვს. ის დიდებული კაპიტანია, რომელიც ყოველთვის მზად არის სხვების დახმარებისთვის,” – განაცხადა ფელიშმა.