ჟოფრე კონდოგბია: “ინტერში” ქაოსია და იქ დაბრუნება არ მინდა”
“ვალენსიას” ნახევარმცველმა ჟოფრე კონდოგბიამ აღნიშნა, რომ მილანის “ინტერში” დაბრუნება არ სურს. შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი ესპანურ გუნდში იჯარის წესით თამაშობს, სეზონის ბოლოს კი “ღამურებს” მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება მიეცემათ და ტრანსფერის განსახორციელებლად 25 მილიონი ევროს გაღება მართებთ.
“ინტერის” რეალური პრობლემა ბალანსის არარსებობა გახლავთ. გუნდში სრული ქაოსი სუფევს. საკმარისი თანხა რომ მქონდეს, “ინტერისგან” საკუთარ თავს თავადვე გამოვისყიდდი. იქ გატარებული ორი წლის განმავლობაში კლუბმა ოთხი თუ ხუთი მწვრთნელი გამოიცვალა. გუნდში მუდმივი ცვლილებები იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელებს უჭირთ ასეთ პირობებთან შეგუება. “ვალენსიაში” ყველაფერი არის იმისთვის, რომ გაიზარდო. აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ”, – ციტირებს კონდოგბიას სიტყვებს Cadena Ser-ი.