ჟორდი ალბამ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგძლივა

თარიღი: მარტი 11, 2019

კატალონიის “ბარსელონასა” და ჟორდი ალბას შორის შეთანხმება შედგა – მარცხენა მცველმა კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგძლივა.

მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება დიდი ხანი მიმდინარეობდა, კონტრაქტს კი ხელი დღეს მოეწერა. ალბას გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჟორდი ალბა “ბარსელონას” პირველი გუნდის ღირსებას 2012 წლიდან იცავს.

მსგავსი სიახლეები