ჟორჟინიო: “სუსტს, ნელს, სარის შვილს მეძახდნენ, ძალიან ვბრაზობდი”
ლონდონის “ჩელსის” იტალიელმა ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ, პრესასთან საუბრისას კარიერის საწყისი ეტაპები გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ ჟორჟინიო უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
“ჩელსიში” სასტარტო კვირები კიდევ უფრო მანდომებდა “ნაპოლიში” დაბრუნებას. ყველას გახსოვთ რას ამბობდნენ ჩემზე, არა? სუსტს, ნელს და სარის შვილს მეძახდნენ, ძალიან ვბრაზობდი.
ისინი სათანადოდ ვერ მაფასებდნენ. ტურბოლენტური სტარტი მქონდა ყველა კლუბში, სადაც ოდესმე ვყოფილვარ. როდესაც “ვერონაში” მივედი, რაავის ვუნდოდი და მეოთხე დივიზიონის კლუბში გამანათხოვრეს. იქაც არავის ვჭირდებოდი.
ყველაფრის მიუხედავად შრომას ვაგრძელებდი და პატივისცემა მოვიპოვე. “ვერონაში” დავბრუნდი და ერთად გადავედით სერია A-ში. “ნაპოლიშიც” რთული წელი მქონდა, რის შემდეგაც სარის მოსვლით ყველაფერი შეიცვალა.
“ჩელსიში” მომხდარი? კრიტიკას საწვავად ვიყენებდი. ვფიქრობდი, რომ ამ ხალხს შევარცხვენდი. ახლა კი ევროპის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მათ ვუყურებ,” – აცხადებს ჟორჟინიო.