ჟოზე მოურინიო: “ფელაინი მარადონა არ არის”

თარიღი: ნოემბერი 30, 2018

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მორუინიომ, პრესასთან მარუან ფელაინზე ისაუბრა, რომელიც პორტუგალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი გახლავთ.

“ვფიქრობ, ჩემი მოსვლის შემდეგ ფელაინიმ საკუთარი პოტენციალის გამომჟღავნება შეძლო. დღეს ფელაინის ყველა სათანადოდ აფასებს, რაც ჩემამდე ნამდვილად არ ხდებოდა.

ყველამ იცის, რომ მარუან ფელაინი მარადონა არ არის, მაგრამ ისიც იციან, თუ რას წარმოადგენს მარუანი. ამ სეზონში, ისევე როგორც გასული წლის გათამაშებაში, ფელაინი რიგ შემთხვევაბში იმას აკეთებდა, რასაც ფორვარდები ვერ ახერხებდნენ.

ფელაინის ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. მიმდინარე სეზონში მან მესამე ცენტრალურ ნახევარმცველადაც ითამაშა, თავდამსხმელადაც და რვა ნომერადაც. ხალხმა გაიგო, თუ რა შეუძლია ფელაინის, რაც ძალიან მახარებს,” – აცხადებს მოურინიო.

მსგავსი სიახლეები