ჟოზე მოურინიო: “შესაძლოა, ოდესმე ვთქვა იმის მიზეზი, თუ რატომ არ დავთანხმდი “ბარსელონას” მწვრთნელობას”
2008-2012 წლები კატალონიის “ბარსელონასა” და პეპ გვარდიოლასთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. საგულისხმოა, რომ ამ ეპოქის დაწყებამდე ფრენკ რაიკაარდის შემცველად ჟოზე მოურინიო განიხილებოდა, თუმცა მაშინ პორტუგალიელმა ესპანელებს უარი განუცხადა.
აღნიშნულზე კომენტარი თავად ჟოზემ გააკეთა.
“შესაძლოა, ერთ დღეს ვთქვა იმ გადაწყვეტილების მიზეზი, რომელიც “ბარსელონას” ხელმძღვანელობის შემოთავაზების შემდეგ მივიღე. ალბათ, ამას მაშინ გავაკეთებ, როცა მოხუცი, ძალიან მოხუცი ვიქნები. ახლა, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ვარ მწვრთნელი ახალი ამბიციებით და სურვილით – მოვიგო ბევრი რამ.”
“დარწმუნებული ვარ, “მანჩესტერ იუნაიტედში” არ დავსარულებ ჩემს სამწვრთნელო კარიერას. ერთ დღეს, ჩემი ვაჟი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, წავიდა, რომ ენახა “პსჟ”-ს თამაში და არა – მანჩესტერის”. რატომ პარიზი? ის, რაღაც მხრივ, განსაკუთრებულია. მაგიურობა, ხარისხი, ახალგაზრდობა… ის ფანტასტიკურია,” – აცხადებს პორტუგალიელი.