ჟოზე მოურინიომ “აიაქსი” – “ტოტენჰემის” მატჩი შეაფასა
ლონდონის “ტოტენჰემმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპიდან ამსტერდამის “აიაქსი” გათიშა და ტურნირის მოსაგებად “ლივერპულის” დამარცხება სჭირდება. ლონდონელებისა და ამსტერდამელების მატჩი პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ შეაფასა.
” სიმართლე გითხრათ, ძალიან მეწყინა “აიაქსის” გამოვარდნა ტენ ჰაგის გამო. 99 პროცენტით გუნდის წარმატება სწორედ მისი დამსახურებაა, თუმცა იმ ერთ პროცენტზეც უნდა გავამახვილო ყურადღება.
მწვრთნელებისთვის ზოგი მატჩი ისეთია, რომ ვერ ვთამაშობთ, ზოგჯერ ძალიან ცუდად ვთამაშობთ და არის შემთხვევები როდესაც ძალიან კარგად. მეორე ტაიმში “აიაქსს” სწორედ ტენ ჰაგის ხელშეწყობა სჭირდებოდა ძალიან კარგი თამაშის საჩვენებლად.
ასეთი დონის მატჩების მოსაგებად, ზოგჯერ შენი ფილოსოფიის წინააღმდეგაც უნდა წახვიდე. მეორე ტაიმში “აიაქსმა” ისე ითამაშა, თითქოს ერედივიზიონში “ვიტესს” ეთამაშებოდა,” – აცხადებს მოურინიო.