ჟოზე მოურინიომ “ბარსელონა” “ლივერპულთან” მარცხისთვის მკაცრად გააკრიტიკა
კატალონიის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “ლივერპულთან” განადგურდა (4:0) და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონსაც გამოეთიშა. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” კომპეტენტურობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.
“თუ კიდევ ერთხელ ნახავთ გოლს იფიქრებთ, რომ 14-წლამდელთა მატჩიდანაა ფრაგმენტი და იტყვით, რომ ბავშვებს ჩაეძინათ, ბავშვებს არ აქვთ საფეხბურთო მენტალიტეტი და ფეხბურთის ანბანი უნდა ისწავლონ. თუმცა ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ.
პირველი ტაიმის შემდეგ ვთქვი, რომ “ლივერპული” თუ კიდევ ერთ გოლს გაიტანდა, “ენფილდზე” შეიქმნებოდა ატმოსფერო, რომელსაც ძნელად თუ გადაურჩებოდა ვინმე.
მაგრამ “ბარსელონას” უმაღლესი დონის მოთამაშეები ყავს და ასეთ გარემოში თამაში მათთვის ჩვეულებრივი რამ უნდა ყოფილიყო. ჩემპიონთა ლიგის ფინალი, “რეალთან” თამაში, ნახევარფინალები – მათთვის ეს ჩვეული რამ არის.
ძალიან რთულია იმის ახსნა, თუ რა მოხდა. რთულია იმის დაჯერება, რომ 3-0 მოგებული მატჩის შემდეგ განმეორებით შეხვედრას ასე აგებ. ძალიან მაინტერესებს, როგორ ახსნის ვალვერდე ამ ყველაფერს,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.