ჟოზე მოურინიოს ფეხბურთში ახალი წესის შემოღება სურს
ჟოზე მოურინიოს ფეხბურთში ახალი წესის შემოღება სურს, რომელიც ურჩ ფეხბურთელებს ეხება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ საკითხზე კეპა-სარის ინციდენტის შემდეგ ისაუბრა.
“თუ ფეხბურთელს, ვისაც ცვლიან, მოედნიდან არ გადის, ყვითელ ბარათს არ უჩვენებენ და თამაში გრძელდება. მომავალში ამან, შესაძლოა, მწვრთნელები რთულ სიტუაციაში ჩააგდონ. წარმოიდგინეთ, მწვრთნელი მოთამაშეს ცვლის, მოთამაშე კი მოედნიდან გასვლაზე უარს ამბობს.
ამ შემთხვევაში კეპაზე არ ვსაუბრობ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს სხვა შემთხვევა იყო. ვფიქრობ, მომავალში წესი უნდა შეიცვალოს და თუ ფეხბურთელი მოედანს არ ტოვებს, მას ყვითელი ბარათი უნდა უჩვენონ. მეორე შემთხვევაში, იმავე მატჩში, როცა მწვრთნელი ისევ იმ მოთამაშის შეცვლას მოითხოვს და ის მოედნიდან არ გავა, მეორე ყვითელს მიიღებს და გააძევებენ. მწვრთნელები დაცულები უნდა იყვნენ, ფეხბურთის წესები კი ამას ეწინააღმდეგება”, – თქვა მოურინიომ beIN SPORTS-ის ეთერში.