ჟოზეს მარკინიოსი მოუნდა – ბოსებმა ბრაზილიელისთვის დიდი თანხა გამოყვეს
საინტერსეო ინფრომაციას ავრცელებს ინგლისური გამოცემა, Goal.Com-ი. ჟოზე მოურინიო სერიოზულადაა დაინტერესებული ფრანგული “პარი სენ ჟემრენის” ცენტრალური მცველით, მარკინიოსით. “წითელი ეშმაკები” მზად არიან ბრაზილიელში 70 მილიონი ევრო გადაიხადონ.
მოურინიოს გუნდში მოსვილიდან მოყოლებული, დაცვის ხაზში მუდამ პრობლემაა. ფილ ჯონსს და კრის სმოლინგს ტრავმები აქვთ. ზაფხულში ბლინდი, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს. შესაბამისად, ამ რგოლში გაძლიერება ნამდვილად არ იქნება ურიგო.
თავის მხრივ, “პსჟ”-მ წინა ზაფხულში გუნდიდან დავიდ ლუიზი გაუშვა და ახლა მეორე მცველს არ შეელევა. პარიზელების ბოსებმა განაცხადეს, რომ 22 წლის ფეხბურთელს ას მილიონ ევროდაც კი არ გაუშვებენ კლუბიდან.
შეგახსენებთ, რომ “პსჟ”-ს მესვეურებს გასულ ზფხულში სურდათ, მარკინიოსთან ახალი კონტრაქტი გაეფორმებინათ, თუმცა ამაზე თავად სპორტსმენმა უარი განაცხადა. მისი მამის თქმით, ამის მიზეზი მხოლოდ ფული არაა. თუ მარკინიოსი იგრძნობს, რომ იგი გუნდს სჭირდება, აუცილებლად მოაწერს ხელს ახალ კონტრაქტს.
აქვე გეტყვით, რომ მცველს 2019 წლის ზაფხულამდე აქვს კლუბთან ხელშეკრულება.