ჟოზეს ოთხი სამიზნე და გამოყოფილი 300 მილიონი
Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედი” პოლ პოგბაში გადახდილ მილიონებს არ სჯერდება და მზადაა, ზაფხულში 300 მილიონი ფუნტი დახარჯოს.
გთავაზობთ ჟოზე მოურინიოს ოთხ სამიზნეს, ანუ იმ ფეხბურთელებს, რომელთაც “წითელი ეშმაკებისათვის” ძველი დიდების დაბრუნება შეუძლიათ…
ანტუან გრიზმანი | 86.6 მილიონი ფუნტი
ზაფხულის წინა სატრანსფერო ფანჯრის მთავარი საგა პოლ პოგბას ტრანსფერი გახლდათ. წელს კი, როგორც ჩანს, მანჩესტერული ჟურნალების გარეკანს გრიზმანის ფოტოები ჩაანაცვლებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ არც გრიზმანია წინააღმდეგი იმ კლუბის დატოვებისა, სადაც ის ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. მისთვის ბრძოლაში კი სწორედ რომ ჟოზე მოურინიო კლუბია დაწინაურებული.
რა თქმა უნდა, გრიზმანის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის გადახდა (86.6 მილიონი ფუნტი) ინგლისელთათვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
მაიკლ კინი | 30 მილიონი ფუნტი
“მანჩესტერ იუნაიტედის” კიდევ ერთი მონანიება – “წითელი ეშმაკები” მზად არიან 30 მილიონი ფუნტი გადაიხადონ მაიკლ კინის ტრანსფერში, რომელიც ლუი ვან გაალმა 2015 წელს ორ მილიონ ფუნტად გაუშვა.
რომელუ ლუკაკუ | 100 მილიონი ფუნტი
ლუკაკუმ “ევერტონთან” ერთად კიდევ ერთი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ყველას დაუმტკიცა, რომ დიდ გუნდში თამაშს იმსახურებს.
ბელგიელი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის 37 მატჩში 25 გოლის გატანა შეძლო, კარგა ხანია, რაც მოურინიოს ინტერესთა სფეროში იმყოფება.
ანდრეა ბელოტი | 86.6 მილიონი ფუნტი
გრიზმანის მსგავსად, ბელოტის გამოსასყიდი თანხაც 86.6 მილიონ ფუნტს შეადგენს.
“ტორინოს” მაისურით, სერია ა-ში ჩატარებულ 34 მატჩში ბელოტიმ 25-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. ყველაფერთან ერთად, ის სულ რაღაც 23 წლისაა.