ჟუნინიო: “პიანიჩი საჯარიმოების შესრულების ისეთივე სპეციალისტია, როგორიც მესი, რონალდუ და ბეილი”
ბრაზილიის ნაკრებისა და ფრანგული “ლიონის” ყოფილმა ვარსკვლავმა, ჟუნინიომ მირალემ პიანიჩის შესაძლებლობებზე ისაუბრა. საჯარიმოების ლეგენდარული შემსრულებელი თვლის, რომ “იუვენტუსის” ახალწვეული ისევე კარგად ურტყამს შორიდან, როგორც ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ და გარეთ ბეილი.
“პიანიჩი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც “ლიონში” გამოჩნდა. მიუხედავად ამისა, ადვილი იყო იმის შემჩნევა, რომ მას წინ დიდი მომავალი ელოდა.
ამ დროისთვის, მან საკმაო გამოცდილება შეიძინა. ჩემი გადმოსახედიდან, პიანიჩი საჯარიმოების შესრულების ისეთივე სპეციალისტია, როგორიც რონალდუ, მესი და ბეილი.
ვფიქრობ, რომ მირო პირლოს ბრწყინვალე ჩამნაცვლებელია. როდესაც მის ნიჭს, ქარიზმატულობას და სიყვარულს ხედავ ფეხბურთის მიმართ, შეუძლებელია პირლო არ გაგახსენდეს. მაგრამ, ისინი მაინც განსხვავებული ყაიდის ფეხბურთელები არიან.”