ჟუნინიომ კარიერა დაასრულა

თარიღი: იანვარი 30, 2014

ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჟუნინიო პერნამბუკანომ კარიერა დასრულა. ფეხბურთელი ბოლოს ბრაზილიური “ვასკო და გამას” ღირსებას იცავდა, თუმცა გასული წლის ბოლოს საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და საბოლოოდ კარიერის დასრულება გადაწყვეტა. “ვასკო და გამას” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ჟუნინიომ ეს მნიშნველოვანი გადაწყვეტილება საკუთარ 39-ე დაბადების დღეზე მიიღო.

ჟუნინიო წლების განმავლობაში ფრანგული “ლიონის” ღირსებას იცავდა და ფეხბურთის გულშემატკივარს თავი სტაბილურად კარგი თამაშის გარდა, საჯარიმო დარტყმების შესანიშნავი შესრულებით დაამახსოვრა თავი.

გთავაზობთ ჟუნინიოს საუკეთესო გოლების კრებულს

მსგავსი სიახლეები