ჟვანიას დებიუტის მოლოდინში
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთექვსმეტე ტური დღეს აიღებს სტარტს. თუმცა მატჩების ძირითადი ნაწილი ხვალ გაიმართება.
08/12/13 გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”
“დილა” – “ზესტაფონი”
ტურის გამორჩეულიუ მატჩი დღეს გორში გაიმართება. ბოლო წლებში “დილასა” და “ზესტაფონის” დაპირისპირებას ყოველთვის ახლავს დაძაბულობა. წელს ორივე გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო, მაგრამ ბოლო დროს შედეგი გამოასწორეს, რაც სატურნირო ცხრილში მათ მდგომარეობაზეც აისახა. გასულ ტურში ორივე გუნდმა ფრედ ითამასა. გორელებმა რუსთავში, ხოლო ზესტაფონელებმა “ჩიხურასთან”.
ერთმანეთის წინააღმდეგ ჩატარებულ 23 შეხვედრაში. “ზესტაფონმა” 15 მოიგეო, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, “დილამ” კი 7ჯერ შესძლო სამი ქულის აღება. გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება ზესტაფონში გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა – 2:0.
09/12/13 ქუთაისი, “ცენტრალური”
“ჩხურა” – “მერანი”
ქუთაისში “ჩიხურა” მარტვილის “მერანს” მიიღებს და სავარაუდოდ უპრობლემოდ შესძლებს სამიქულის მოპოვებას. მარტვილელებს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვთ. ათმატჩიანი წაუგებელი სერია გუნდის სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. “მერანი” მეათე ადგილზეა და მხოლოდ “ზუგდიდს” და “სპარტაკს” უსწრებს.განსხვავებული სიტუაციაა “ჩიხურაში”. იმერლები ძალიან კარგ სეზონს ატარებენ და მხოლოდ “დინამო თბილისს” ჩამორჩებიან სატურნირო ცხრილში. სტატისტიკა კი, “მერანის” უპირატესობაზე მეტყველებს. შვიდ ჩატარებულ შეხვედრაში “ჩიხურამ” ორჯერ შესძლო მოგება, დანარჩენ 5 მატჩში 3 ქულა მარტვილელებს დარჩათ.
09/12/13 მცხეთა, “მცხეთა პარკი”
“ვიტ ჯორჯია” – “სიონი”
მცხეთაში ერთმანეთს ქვედა ეშელონის გუნდები დაუპირისპირდებიან. ბოლო დროს “სიონი” საკმაოდ კარგად ათამაშდა და ზედა ექვსეულზეც აცხადებს პრეტენზიას. ბოლნისელთა შემადგენლობიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ რეალურიც არის. გუნდს ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს.
“ვიტ ჯორჯიას” ახალგაზრდული გუნდს სტაბილურობა აკლიათ. ერთ მოგებულ შეხვედრას ორი წაგებული მოჰყვება.
ურთერთშეხვედრებში უპირატესობა თბილისელებს აქვთ. 52 მატჩში “ვეტერინარებმა” 25 მოიგეს, 16 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 11 შემთხვევაში გამარჯვება ბოლნისელებმა იზეიმეს.
09/12/13 ანაკლია, “ცენტრალური”
“ზუგდიდი” – “დინამო თბილისი”
მალხაზ ჟვანიას დებიუტი “დინამოს” მთავარი მწვრთნელის რანგში ხვალ ანაკლიაში შედგება. მშვნიერი შესაძლებლობაა სადებიუტო მატჩში სამი ქულის მოსაპოვებლად. ვნახოთ, რა ცვლილებებს შეიტანს ახალგაზრდა სპეციალისტი “დინამოს” თამაშში.
“ზუგდიდი” საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. თორმტი მატჩი მოგების გარეში და სავსებით ლოგიკური უკანასკნელი პოზიცია სატურნირო ცხრილში.
თბილისურ ზუგდიდური დაპირისპირება დღემდე 39–ჯერ გაიმართა, საიდანაც 28 შემთხვევაში გამარჯვება “დინამომ” იზეიმე, 7 მატჩი ფრედ დასრულდა, 4 თამაში კი ზუგდიდურმა კლუბმა მოიგო
09/12/13 ქობულეთი, “ჩელე არენა”
“გურია” – “ტორპედო”
ქობულეთში საშინაოდ გამხდარ “ჩელე არენაზე” ლანჩუთის “გურია” ქუთაისის “ტორპედოს” მიიღებს. გურულებმა გასულ ტურში “დინამოსთან” საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, თუმცა მაინც დამარცხდნენ. “ტორპედომ” კი წარუმატებელი სერიას შეწყვიტა ცხინვალის “სპარტაკთან”. ერთმანეთის წინააღმდეგ 29 ჩატარებულ შეხვედრაში, 17 შემთხვევაში ქუთაისელებმა გაიმარჯვეს, 8-ჯერ გურულებმა, ხოლო 4 დაპირისპირება ფრედ დასრულდა.
09/12/13 თბილისი, “მიხეილ მესხი”
“სპარტაკი” – “მეტალურგი”
“მიხეილ მესხზე” “სპარტაკი” რუსთავის “მეტალურგს” მიიღებს. ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, “სპარტაკელებს” აუციელბლად სჭირდებათ გამარჯვება, რათა სახიფათო ზონიდან შესძლონ ამოსვლა. თუმცა, ბოლო სამ შეხვედრაში არც რუსთაველებს ჰქონდათ კარგად საქმე. “მეტალურგმა” მხოლოდ ორი ქულის მოპოვება შესძლო, თუმცა რუსთაველებს მატჩების გამართვა უშუალო კონკურენტებთან მოუწიათ. ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე ამ გუნდებმა 24 მატჩი გამართეს. საიდან “მეტალურგმა” 17, ხოლო “სპარტაკმა” 3 მოიგო. 4 მატჩი ფრედ დასრულდა. გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება რუსთავში გაიმართა და მასპინძლების მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.