ზიდანი: “ამას ვერ ვიტყვი “ტოტენჰემზე”, ან “ხირონაზე”, თუმცა დღეს კარგად ვითამაშეთ და არ გაგვიმართლა”
დღეს ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩში “ატლეტიკომ” “რეალი” მიიღო და მეტოქესთან უგოლო ფრე გააგორა.
მადრიდული დერბის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.
“არ ვთვლი, რომ პანიკაში უნდა ჩავვარდეთ. წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა. ჩვენსა და “ბარსელონას” შორის დიდი დაშორებაა, თუმცა ეს შეიცვლება. კატალონიელები ყველა თამაშს ვერ მოიგებენ. ხოლო, “რეალი” კი ამის გამოყენებას ეცდება და ჩამორჩენას აღმოფხვრის. კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა გოლი დაგვაკლდა.”
“ვწუხვარ ფეხბურთელების გამო, რადგან მათ მეტი დაიმსახურეს. მათ ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებ. სიმშვიდე – ეს სწორი გზაა. დღეს მართლა მშვენივრად ვითამაშეთ და, უბრალოდ, არ გაგვიმართლა. ამას ვერ ვიტყვი “ტოტენჰემსა” თუ “ხირონაზე”, თუმცა “ატლეტიკოს” კართან რამდენიმე რეალური მომეტი შევქმენით.”
“არ ვიცი, რამოსის ცხვირთან დაკავშირებით, რა ხდება. მგონი, ის გატეხილია. ის მომენტი და, ასევე, სხვა რამდენიმე შეჯახება კარგად ვერ დავინახე, ამიტომ ვერ შევაფასებ არბიტრებს. მათ უბრალოდ თავისი საქმე ჰქონდათ გასაკეთებელი, გამოვიდნენ მოედანზე და იმსაჯეს,” – აცხადებს “ზიზუ”.