ზიდანი: “ანტიმადრიდიზმი მუდამ იქნება, თუმცა მადრიდისტების რაოდენობა უფრო იმატებს”
დღეს მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის 33-ე ტურში ბილბაოს “ატლეტიკს” მიიღებს. დედაქალაქურ-ბასკურ დაპირისპირებამდე “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
“ანტიმადრიდიზმი მუდამ არსებობდა და ახლაც არსებობს. თუმცა, ჩვენი გუნდის ფანების – მადრიდისტების რაოდენობა სულ უფრო იმატებს. ეს არის მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს და მოძრაობა უფრო ფართოვდება. თუმცა, ამაზე გასახდელში არ ვსაუბრობთ.”
“ჩვენ ამ მომენტში მეკარის შეძენა არ გვჭირდება. ახლა სამი გოლკიპერი გვყავს და ამ საკითხზე მაშინ ვისაუბრებ, როცა სეზონი მორჩება. ჩემი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და მინდა, მათთან ერთად ამ სეზონშიც მივაღწიო წარმატებას.”
“იუვენტუსთან” გამართული დაპირისპირება? ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მსაჯმა – თავისი,” – ამბობს “ზიზუ”.