ზიდანი: “არ დამვიწყებია, რაც ნავასმა “რეალში” გააკეთა”
ზინედინ ზიდანმა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი გამართა. “სამეფო კლუბმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “სელტა” 2:0 დაამარცხა.
ფრანგმა სპეციალისტმა ძირითად შემადგენლობაში მარსელო, ისკო და კელორ ნავასი დააბრუნა. ისინი სნატიაგო სოლარის მწვრთნელობის დროს სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდიდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზიდანმა კომენტარი კეილორ ნავასზეც გააკეთა.
“დაბრუნება კარგი გრძნობაა. ჩვენ მოგება გვინდოდა და ეს გამოგვივიდა. თამაში კარგად არ დაგვიწყია, თუმცა ნელ-ნელა გავაუმჯობესეთ. გამარჯვებით გახარებული ვარ.
მე კურტუაც მომწონს. ტიბომ ყველას დაგვანახა, რომ ის დიდებული მეკარეა, მაგრამ მინდა, კეილორ ნავასმა იგრძნოს, რომ ისიც მნიშნველოვანი ფიგურაა. მე არ დამვიწყებია, რაც მან “რეალში” თამაშის დროს გააკეთა. კელორს ცოტა მატჩი აქვს ჩატარებული და დღეს უნდა ეთამაშა”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს “ასი”.