ზიდანი: “ატალანტასთან” შანსები კვლავ თანაბარია”
მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ბერგამოს “ატალანტა” გასვლაზე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ბლანკოსის” თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა, პრესასთან ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, არ ველოდი, რომ “ატალანტას” დამარცხება მარტივი იქნებოდა. ფიზიკურად ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ. რთული მატჩი იყო ათი ფეხბურთელის წინააღმდეგ, მაგრამ მნიშვნელოვანი გოლი გავიტანეთ.
გამარჯვება მნიშვნელოვანია, თუმცა განმეორებითი მატჩი გვაქვს სათამაშო და “ატალანტასთან” შანსები კვლავ თანაბარია.
“ატალანტა” ის გუნდია, რომელსაც ჩვენი პრობლემების სათავისოდ გამოყენება შეუძლია. ვერ ვიტყვი, რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ შედეგი ნამდვილად მისაღები იყო.
რაც შეეხება ფროილერის წითელ ბარათს, არ ვიცი, რამდენად სწორი იყო მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ წითელმა ბარათმა მატჩის მიმდინარეობა შეცვალა,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.