ზიდანი: “ბეილმა წითელი ბარათის გამო მოიბოდიშა”
გუშინ “ლა ლიგის” 25-ე ტურის მატჩები გაიმართა. მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ლას პალმასი” მიიღო და ფრე 3:3 ითამაშა.
საგულისხმოა, რომ შეხვედრის 47-ე წუთზე მადრიდელთა შემტევმა, გარეთ ბეილმა არასპორტული საქციელის გამო წითელი ბარათი მიიღო. სწორედ ამის მერე გაუტანეს “ბლანკოსს” მეორე და მესამე გოლები.
დაპირისპირების შემდეგ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა აღნიშნულ ფაქტზე ისაუბრა.
“ბეილმა მისი საქციელის გამო მოიბოდიშა. იგი მომხდარით შეწუხებულია.”
“ეს ფეხბურთია და მსგავს შემთხვევებს ყველგან აქვს ადგილი. ეს ფაქტი მოხდა და მას ვეღარ შევცვლით.”
“შეხვედრების შემდეგ ხშირად ბედნიერი ვარ ხოლმე, თუმცა ახლა ასეთი სიტუაცია ნამდვილად არაა. რას ვიზამთ, სეზონი დიდი და მომქანცველია, შესაბამისად ვეცდებით, შეცდომები მომდევნო თამაშებში გამოვასწოროთ,” – განაცხადა ზიდანმა.