ზიდანი: “ბეილს ხვალ მოედანზე გამოსვლა შეუძლია”
ხვალ კოპა დელ რეიზე მადრიდის “რეალი” “ფუენლაბრადას” მიიღებს. ერთი თვის წინ გამართული პირველი შეხვედრა “ბლანკოსმა” სტუმრად ანგარიშით, 2-0 მოიგო.
დაპირისპირების წინ “თეთრების” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“არ შეგვიძლია, 12 ან 13 კაცით ვითამაშოთ. თუმცა, მინდა, რომ ბეილი, ბენზემა და რონალდუ ერთად ვიხილო მოედანზე. გარეთი ხვალ ჩვენთან ერთად იქნება. არის შანსი, რომ იგი მოედანზე გამოვდეს და ითამაშოს. ვფიქრობ, მას ამის გაკეთება შეუძლია. თუმცა, ვნახავთ, რამდენი ხნის მანძილზე შეძლებს ის ამას.”
“მესმის, რომ “ვალენსიასა” და “ბარსელონას” მატჩში ძალიან ცუდი მომენტი მოხდა, როცა გოლი არ ჩაითვალა. იმედია, ეს ტექნოლოგია დაინერგება. სხვა მხრივ, მსაჯის ან სხვა მხარის განსჯას არ ვაპირებ. მხოლოდ ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული. ბედნიერი ვარ ჩემი შემადგენლობით და არ მინდა, რომელიმე მათგანმა დამტოვოს,” – აცხადებს “ზიზუ”.