ზიდანი: “ბორუსიასთან” შეხვედრაში ეს დამატებით მოტივაციას მოგვცემს”
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში დორტმუნდის “ბორუსია” მადრიდის “რეალს” მიიღებს.
“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
“თავს მშვენივრად ვგრძნობთ. უქმეებზე შესანიშნავი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზეც ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ნებისმიერ მოედანზე თამაში რთულია. თუმცა, დორტმუნდში “რეალს” არასდროს მოუგია და ეს დამატებითი მოტივაცია იქნება. გვინდა, კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და გულშემატკივარს თავი წარმატებული ასპარეზობით დავამახსოვროთ.”
“ყოველ სამ დღეში ახალი გამოცდის ჩაბარება გვიწევს. პირველ რიგში, ამით ჩვენს თავს ვუმტკიცებთ, რა ძალასაც წარმოვადგენთ.”
“კაზემირო შესანიშნავი მოთამაშეა. ის შესაძლოა, შევადაროთ დეშამსა და მაკელელეს. იბრაზილიელი აბალანსებს თამაშს შეტევასა და დაცვას შორის. რასაც მან მიაღწია, არავის აკვირვებს. კაზემირო განვითარებას განაგრძობს,” – აცხადებს “ზიზუ”.