ზიდანი: “ჩემპიონი ვარ, ვერ ვიტან წაგებას”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ლა ლიგის ბოლო ტურის წინ სეზონი შეაფასა. როგორც იცით, “ბლანკოსს” ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ. ამისთვის “რეალმა” “ვილიარეალი” უნდა დაამარცხოს, “ატლეტიკომ” კი “ვალიადოლიდთან” დაკარგოს ქულები.
“2017 წელს სეზონი ბოლო დღეს მოვიგეთ. სწორედ ეს ხდის ფეხბურთს და ლა ლიგას ასეთ ლამაზს. კარგი სეზონი გამოგვივიდა. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ.
სეზონს 10-დან 10 ან 9.5 ქულით შევაფასებდი. ჩვენ გვჯეროდა და ყველაფერს ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ დარჩენილი სამი ქულა მოვიპოვოთ. ტრავმებისა და კორონავირუსის მიუხედავად, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ.
რა თქმა უნდა, პატარა რაღაცები არის, რასაც ვნანობ – საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკულად ვარ განწყობილი. მე ჩემპიონი ვარ, ვერ ვიტან წაგებას – სწორედ ასეთივეა “რეალის” დნმ,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.