ზიდანი: “ჩემს ბიჭებს და კოლეგებს ბრმად ვენდობი”
ხვალ მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის 22-ე ტურის შეხვედრაში ვალენსიას “ლევანტეს” ესტუმრება.
მატჩამდე “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“დროა, რომ სამუშაოს დავუბრუნდეთ. აუცილებელია შეუპოვრობის, რაც შეიძლება, მეტი ძალისა და გამძლეობის გამოჩენა. რთულ სიტუაციებში ყოველთვის ერთად ვართ და ახლაც ასეა. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემი მოთამაშეები ყოველთვის კონკრეტულ მატჩზე არიან კონცენტრირებულნი. მათ სურთ, ნებისმიერ წამს რაღაც მიზნისთვის იბრძოლონ. ახლა, “ლევანტეს” დამარცხება გვინდა. როგორც მოთამაშეებს, ასევე სტაფს ბრამდ ვენდობი.”
“ისკოს უთამაშებლობა ბოლო მატჩში? ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა ახლა მის მცირე სათამაშო დროზე საუბრობთ. როცა ალარკონი იქნება ძირითადში. შემდეგ, ამ მხრივ ყურადღებას მარკო ასენსიოზე გაამახვილებთ. თუ, მარკოს ძირითადში დავაყენებ, იტყვით: “რატომ არ თამაშობს დანი სებალიოსი?” თქვენ მუდამ აკრიტიკებთ რაღაცას. თუმცა, მე მშვიდად ვაკეთებ არჩევანს,” – ამბობს “ზიზუ”.