ზიდანი: “ჩემს ბიჭებს ვთხოვ, რომ “ბაიერნთან” ისე ითამაშონ, როგორც – არასდროს”
ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრის წინ, მადრიდის “რეალის” მთავარმა, მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ისინი მადრიდში ყოველგვარი კომპლექსის გარეშე ჩამოვლენ. წინ დიდი შეხვედრა გველის. ვთოვ ჩემს ბიჭებს, რომ ისე ითამაშონ, როგორც – არასდროს, რადგან ჩვენ გვაქვს შანსი კიდევ ერთხელ გავიდეთ ფინალში. გვმართებს, ვიყოთ ისე კარგები, როგორც არასდროს. მოვემზადეთ და ზუსტად ვიცით, რა არის საჭირო მეტოქის ბარიერის გადასალახად. წლის მატჩს ვითამაშებთ,” – ამბობს ზიდანი.
“ზიზუ” შეეხო გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 34-ე ტურის შეხვედრას, სადაც მისმა გუნდმა “ლეგანესს” საკუთარ მოედანზე ანგარიშით, 2-1 სძლია.
“რაღაცებით უკმაყოფილო ვიყავი, თუმცა არა – ჩემი ფეხბურთელებით. ბედნიერი ვარ, რომ ბიჭებს ასეთი მატჩების მიმართაც ამგვარი დამოკიდებულება აქვთ. არ შეგვიძლია, ბედნიერნი ვიყოთ იმით, რაც ლა ლიგაში გავაკეთეთ წელს. დასაწყისში ბევრი ქულა დავკარგეთ. მუშაობა უნდა განვაგრძოთ,” – ამბობს ზიდანი.