ზიდანი: “ჩემთვის ლა ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია”

თარიღი: აპრილი 24, 2019

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ლა ლიგაა, ამიტომაც “სამეფო კლუბი” მომდევნო სეზონში უფრო დიდ ყურადღებას სწორედ ესპანეთის ჩემპიონატს დაუთმობს.

“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი ლა ლიგაა. მომდევნო სეზონში “რეალის” მთავარი მიზანი ლა ლიგის მოგება იქნება. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად 13 მატჩში გამარჯვებაა საჭიროა, ესპანეთის ჩემპიონატში კი 38 ტურია.

“ბარსელონას” ჩემპიონატის მოგება უნდა მივულოცოთ, მიუხედავად იმისა, რომ “რეალს” ეს ტიტული უფრო მეტჯერ აქვს მოპოვებული”, – განაცხადა ზიდანმა.

მსგავსი სიახლეები