ზიდანი: “დამსახურებულად გავიმარჯვეთ, ბედნიერი ვარ”
ლა ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ზინედინ ზიდანის მეთაურობით “რეალმა” “ბარსელონა” მიმდინარე სეზონში მეორედ დაამარცხა (2:1), რაც 2007/08 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა.
“ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. თამაში ძალიან კარგად დავიწყე და საერთო ჯამში ვთვლი, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ. ძალიან ბევრი შანსი გვქონდა და შეგვეძლო, რომ მესამე გოლიც გაგვეტანა.
“ბარსელონა” ძალიან ძლიერი გუნდია. კარგი თამაში ვაჩვენეთ, თითოეულმა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ ბოლომდე აპირებს საკუთარი ადგილისთვის ბრძოლას.
რაც შეეხება პენალტის მომენტს, ყველას აქვს უფლება, რომ საკუთარი აზრი გააჩნდეს. მე ვფიქრობ, რომ თუ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ასეც იყო საჭირო. არ შეიძლება ყველაფრის მსაჯისთვის დაბრალება.
ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დიდი არაფერი შეცვლილა. წინ ჯერ კიდევ დიდი დროა და ყვლაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალი მატჩისთვის შესაფერისად მოვემზადოთ,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.