ზიდანი: “დავიღალე, ერთი და იმავე რამის განმეორებით!”
ხვალ მადრიდის “რეალი” დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეექსვე ტურის დაპირისპირებას გამართავს.
“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მინდა, კრიშიტიანუ რონალდუს თემას შევეხო. ვფიქრობ, ის მეტ პატივისცემას იმსახურებს. ის იმდენად კარგია, რომ როცა მცირედი რაღაცაც კი არ მისდის კარგად, ხალხს ეს მაშინვე აოცებს. მათ, ვისაც კრიშტიანუ და კლუბი მართლა უყვართ, იციან, როგორ დააფასონ ის. სულ მცირე ხნის წინ, წინა სეზონში, მას შესანიშნავი პერიოდი ედგა. ახლა კი მხოლოდ ნახევარია გასული, წინ კიდევ ექვსი თვეა.”
“კრიტიკა? ეს საერთოდ არ მაღიზიანებს – ვიცი, რომ ჩემი საქმის ნაწილია. საჭიროა, სიმშვიდე. დარწმუნებული ვარ, წინ წინსვლას შევძლებთ. ჩვენ ამის რესურსი გვაქვს. მძულს, როცა ერთ რამეს ბევრჯერ ვიმეორებ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი გუნდის თამაში მომწონს. მართალია, საკმარისი რაოდენობის გოლები ვერ გაგვაქვს, თუმცა სიმშვიდეს მაინც ვინარჩუნებ. იცით რატომ? რაღაც ფაქტორები ახლა ამაში ხელს გვიშლიან და ვიცი, ეს ბარიერები აღმოიფხვრება, სრულიად დარწმუნებული ვარ! მთავარია, მომენტის შექმნა არ გვიჭირს. ამიტომ, არ მაინტერესებს, რას ამბობენ კლუბის გარეთ.”
“ხალხმა არ იცის, რა ხდება შიდა სამზარეულოში. ამიტომ არაადეკვატური შეფასებებისგან თავის შეკავება შესანიშნავი იქნებოდა,” – აცხადებს “ზიზუ”.